ნანა ტოხვაძე – აქ ორი მხარე არ არსებობს! არსებობს ტირანი და განათლებული თაობის ბრძოლა თავისუფლებისთვის

აქ ორი მხარე არ არსებობს! არსებობს ტირანი და განათლებული თაობის ბრძოლა თავისუფლებისთვის,- ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, ნანა ტოხვაძემ განაცხადა.
როგორც ის აღნიშნავს, შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით განათლების სამინისტროს დუმილი სამარცხვინოა.
„გათენდა, სასტიკ ძალადობაზე, ქუთაისში ბავშვს რომ გონების დაკარგვამდე სცემდა პოლიცია და მერე გაიტაცეს(დაკავება აღარ ჰქვია), განათლების სამინისტრომ რაო?! მთავარია, პოლიტიკა არ შევიდეს სკოლებში და სასწავლო პროცესი არ ჩაგვეშალოსო, თორემ რეპრესიებს რას დავეძებთო, არა?! რეჟიმის ახალ ჭანჭიკს, მინისტრი რომ ჰგონია თავი, განათლების მიცემა თავისუფლების წართმევასთან თავსებადი ჰგონია, არა?! აქ ორი მხარე არ არსებობს! არსებობს ტირანი და განათლებული თაობის ბრძოლა თავისუფლებისთვის. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო სამარცხვინოა თქვენი დუმილი!”, – განაცხადა ნანა ტოხვაძემ.
ინფორმაციას „სტრატეგია აღმაშენებელი“ ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

რაჟდენ კუპრაშვილი – ვიკვლევთ კორუფციულ ფაქტებს, რაც გრანტების ხარჯვას უკავშირდება – თუ აღმოჩნდება, რომ ბრიტანული თანხაც არაკეთილსინდისიერად არის გამოყენებული და პოლიტიკას ემსახურება, მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებებს