ნანა მალაშხია მოსამართლემ 500 ლარით დააჯარიმა

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლელა მილდენბერგერმა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო ნანა მალაშხია, „კოალიცია ცვლილებებისთვის“ წევრი.
მოსამართლემ მას 500-ლარიანი ადმინისტრაციული ჯარიმა დააკისრა 17 ნოემბერს, 24- საათიანი საპროტესტო აქციის დროს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე ქუჩების გადაკეტვაში მონაწილეობისთვის.
„არ გამჩენია აზრი, რომ მოსამართლე იმყოფებოდა დარბაზში, რადგან მეგონა, რომ იქ იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს ორი წარმომადგენელი. რა აზრი აქვს ამას, ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი ვიყავი. არ ვიცი, რა ჰგონიათ, რომ რამე გამაჩერებს ან მე, ან სხვებს, რომლებსაც უფრო სასტიკი ფორმით უსწორდებიან? ზოგჯერ მგონია, რომ საშინელებათა ფილმს ვუყურებ. არცერთი ნაბიჯით არ ვაპირებთ უკან დახევას“, – თქვა სხდომის დასრულების შემდეგ ნანა მალაშხიამ.
მოსამართლემ 500 ლარით დააჯარიმა „კოალიცია ცვლილებებისთვის“ კიდევ ერთი წევრი თამარ ზერეკიძე.
29 ნოემბრის ღამეს, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე პროევროპული აქციის დაშლისას, სამართალდამცავებმა ნანა მალაშხიას ცხვირი გაუტეხეს.

ასევე დაგაინტერესებთ

არმაზ ახვლედიანი – ივანიშვილ-კობახიძის ანტიეროვნული, დანაშაულებრივი, კორუმპირებული რეჟიმის დასრულება შეუძლია არა ამ ნდობადაცლილ ოპოზიციას, არამედ სრულიად ახალ, არსით წესიერ, დემოკრატ, ეროვნულად და ევროპულად მოაზროვნე ლიდერებს