ნანა ლეჟავა TV24-დან წამოსვლის მიზეზს განმარტავს

“ამბავი იმაზედ, როგორ გავხდი თაღლითების მსხვერპლი. სათაურში შემძლო გამეტანა – როგორ გავხდი თაღლითი პილიტიკოსების მსხვერპლი, მაგრამ პოლიტიკოსებად ამ ადამიანების მოხსენიება ცოტა ხმამაღლი განაცხადი მგონია”, – წერს ლეჟავა „ქართული ოცნების“ ყოფილ დეპუტატზე და მილიონერ ბიზნესმენზე, შოთა შალელაშვილზე. მისივე თქმით, ტელევიზიაში მუშაობის დროს, მას პირადი კომუნიკაცია ჰქონდა, ასევე შალელიშვილის ნდობით აღჭურვილ პირთან, სანდრო თოფურიასთან.
როგორც ლეჟავა ჰყვება, დამფუძნებელი შეპირდა, რომ ყველაფერი ექნებოდა ტელევიზიის ნორმალური ფუნქციონირებისთვის. მისი სიტყვებით, “მფლობელს ეთერში გასვლა ისტერიულად ეჩქარებოდა”, რის შემდეგაც, შეზღუდული ტექნიკური რესურსით, საცდელი მაუწყებლობა 10 ივნისს დაიწყეს.
ნანა ლეჟავა ამბობს, რომ დაახლოებით, 20 ივნისიდან მფლობელმა დამოკიდებულება რადიკალურად შეცვალა.
“ბატონმა შოთამ [შალელიშვილმა], როგორც ჩანს, მიიჩნია, რომ ძალიან ბევრს ხარჯავდა (როიტერზე ჯერ თანხმობა მომცეს, მერე გამაუქმებინეს – ძვირიაო) და სანდრო თოფურიას მხრიდან დაიწყო ყველა იმ შეთანხმების და დაპირების უტიფრად უარყოფა და დარღვევა, რაც მანამდე არსებობდა”, – წერს ის და ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც ურთიერთობა ჩიხში შევიდა, მიიღო გადაწყვეტილება, ტელეკომპანიის მფლობელი, შოთა შალელიშვილი საქმის კურსში ჩაეყენებინა.
ლეჟავას თქმით, შალელიშვილს 4 ივლისს შეხვდა, თუმცა მისგან მოისმინა, რომ თანამშრომლებისთვის საშემოსავლოს გადახდას არ აპირებს და “ეს თანამშრომლებმა უნდა გადაიხადონ”. ამასთან, როგორც ამბობს, არხის მფლობელთან შეხვედრისას ისიც დააფიქსირა, რომ სამსახურიდან წასვლას აპირებდა.
“ნუ იჩქარებო, იყო პასუხი და შემდეგი შეხვედრა შაბათს 6 ივლისს დაინიშნა, უკვე სანდროსთან [თოფურიასთან] ერთად. ვინაიდან საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ თაღლითებთან მქონდა საქმე, მომზადებული წავედი და საუბარი ჩავიწერე ტელეფონით. ნუ ისინი ორი ტელეფონით მწერდნენ!..
პირველი ჩემი შეკითვა შეეხებოდა რას ნიშნავს, რომ თანამშრომლებმა უნდა გადაიხადონ საშემოსავლო?? როცა წინა თვეში მათ დაგვიანებით, მაგრამ მაინც აიღეს ხელფასი დაუბეგრავად – ის, რაც ეწერათ კონტრაქტებში!! პასუხი???? წინა თვეში საერთოდ არ ეკუთვნოდათ მათ ხელფასები – ეთერში არ გადიოდით და მე რა ვალდებულება მქონდა, ხელფასები მეხადა??? შენი პატივისცემით დავარიგე მაშინ!!! ანუ, ხალხო, კონტრაქტების თავზეც გავიარეთო, მე ვარ ის დირექტორი, ვისი ხათრითაც ხელფასები რიგდება! მოკლედ საუბარი არ შედგა ბატონი სანდრო თოფურიას უტიფარი ტყუილების გამო.
ბოლოს ყველაფერი იმით დასრულდა, რომ მან ჩემსკენ გამოიწია დასარტყამად, მე კი, ამ თაღლითების შემხედვარე, ლამის მოძალადედ ვიქეცი და ლამის წყლის ბოთლი (პლასტმასის :დდ ) დავალეწე თავზე ამ მონას. მადლობა ღმერთს, არსებობს ჩანაწერი, სადაც ყველაფერი გარკვევით ისმის. მე ეს ჩანაწერი მოვასმენინე ყველა თანამშრომელს, რომლებიც ამ დრომდე ელოდებიან კუთვნილ ხელფასს. […]”.
რადიო თავისუფლება კომენტარისთვის შოთა შალელაშვილს დაუკავშირდა, რომელმაც თქვა, რომ ნანა ლეჟავას განცხადებას პირადად არ გაცნობია და, რომ იგი ტელევიზიის საქმიანობაში საერთოდ არ ერეოდა.
შალელიშვილი, ასევე იხსენებს ნანა ლეჟავასთან და სანდრო თოფურიასთან შეხვედრას და ამბობს, რომ “ძალიან ცუდი მოსასმენი იყო მათი საუბარი”.
“ყველანაირად ვეცადე, რომ პრობლემები გადაგვეჭრა. ეს შეხვედრა ქალბატონმა ნანამ ჩაშალა, გაიქცა, დანარჩენი, მათი გადაწყვეტილებები აბსოლუტურად დამოუკიდებელი იყო ჩვენი ოჯახიდან. მე საერთოდ არ ვერევი.
მე ვთხოვე, თუ გინდათ მოგისმონოთ, ყველა პრობლემა გადავდოთ, მხოლოდ პრობლემების გადაჭრაზე ვისაუბროთ-მეთქი და გარჩევები დაიწყეს. გარჩევების ინიციატორი იყო ქალბატონი ნანა [ლეჟავა], რაღაც პრეტენზია ჰქონდა სანდროსთან [თოფურიასთან]. ასეთ დროს ძალიან ძნელია, როდესაც მტკიცებულებები არცერთი მხრიდან არ არის… ჩემთან რა საერთო აქვს? შოთა რა შუაშია? და თაღლითობა სად დაინახა?”, – ამბობს შალელიშვილი.
კითხვაზე, იყო თუ არა საუბარი თანამშრომლების მხრიდან საშემოსავლოს გადახდაზე, იგი ამბობს, რომ პირადად არ ჩარეულა არც ხელშეკრულებების შედგენაში და არც მის შინაარსში:
“მაგის არც უფლებამოსილება მაქვს, რაიმე გადავიხადო, ან არ გადავიხადო. ხელს არავისკენ არ ვიშვერ, არც ქალბატონი ნანასკენ, არც სანდროსკენ. მათ ერთმანეთში დამოუკიდებელი ურთიერთობა ჰქონდათ ჩარევის გარეშე. ჰქონდათ აბსოლუტური დამოუკიდებლობა სარედაქციო პოლიტიკაშიც. ერთხელაც, ერთი თვის განმავლობაში შოთას [შალელიშვილის] ან მისი ოჯახის სახელი ამ ტელევიზიაში არ გაჟღერებულა. თუკი რაიმე პრეტენზიები აქვს, მზად ვარ მოვისმონო, მაგრამ ეს იქნება მისი მხრიდან ცილისწამება”.
ნანა ლეჟავას მიერ ტელეკომპანია TV24-ის დატოვების შესახებ ინფორმაცია 8 ივლისს გავრცელდა.
საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელმა იმედა დარსალიამ მაშინ რადიო თავისუფლებას დაუდასტურა, რომ რომ ნანა ლეჟავამ გადაწყვეტილება ფინანსური საკითხების გამო მიიღო, თუმცა უარყო, რომ არხის თანამშრომლებს ხელფასის ჩარიცხვასთან დაკავშირებით პრობლემა შეექმნათ.
„ქართული ოცნების“ ყოფილ დეპუტატისა და მილიონერი ბიზნესმენის, შოთა შალელაშვილის ოჯახმა დააფუძნა.
ამ დრომდე ეთერში მხოლოდ საინფორმაციო გამოშვებები და ერთი პოლიტიკური ტოქშოუ გადის.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან მაჭავარიანი ტომ სალივანის განცხადებაზე – ეს ჰაერიდან მოტანილი სიტყვებია, ცოტა გასაკვირი და გულდასაწყვეტია, როდესაც ჩვენთან საუბრობენ დემოკრატიის უკუსვლაზე და მონღოლეთს უწოდებენ დემოკრატიის ოაზისს