ნანა დიხამინჯია: წარმოგიდგენიათ ასეთი სკანდალი ესტონეთში, მაგალითად? გადაჰყვებოდა ამ ამბავს მთელი მთავრობა

„საქართველოს უნივერსიტეტის“ რექტორის მრჩეველი ტექნოლოგიების მიმართულებით, ნანა დიხამინჯია:
ჯარს და პოლიციას რომ ნაგვით გატენილი თევზის კონსერვები მიაწოდა, იმ კომპანიას – შპს “ბატონოს” – მსგავსი ბევრი ტენდერი აქვს მოგებული.
2025 – ძალოვანი სტრუქტურებისთვის განკუთვნილი საქონლის (ძროხის) ხორცის კონსერვი – 2250000 ლარი
2024 – ძალოვანი სტრუქტურებისთვის განკუთვნილი საქონლის (ძროხის) ხორცის პაშტეტი – 118000 ლარი
2024 – ძალოვანი სტრუქტურებისთვის განკუთვნილი საქონლის, ღორის ან/და ფრინველის ხორცის პაშტეტი – 345000 ლარი
2024 – ძალოვანი სტრუქტურებისთვის განკუთვნილი თევზის კონსერვები – 568000 ლარი
2024 – ძალოვანი სტრუქტურებისთვის განკუთვნილი დაკონსერვებული ლორის ძეხვი – 1531000 ლარი
2024 – შპს სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფისთვის პაშტეტის მიწოდება – 175000 ლარი
2023, 2022, 2022, 2021, 2020-შიც – ყოველ წელს 4-5 მილიონის ტენდერები აქვს მოგებული – ძირითადად ძალოვანი სტრუქტურებისთვის ხორცპროდუქტების და კონსერვების მიწოდებაა. დეტალურად დათვლის რომელიმე მედია ალბათ, რამდენი მილიონის ხორცპროდუქტები მიყიდა ამ კომპანიამ სულ სახელმწიფოს.
თუ თევზის კონსერვს ასეთ სიბინძურეში აწარმოებდა, ვინმეს გჯერათ, რომ ასეთივე საშინელ პაშტეტს და ძეხვს არ აკეთებდა? და კულას დამფუძნებელიც რომ ყოფილა, ჯარის მოწამვლას რომ იკადრებს კომპანიის ხელმძღვანელი, ის სხვა კომპანიაში პროდუქტებს ხარისხიანად დაამზადებს? სხვათა შორის, კომპანიის მეილია [email protected] 🙃
გამოდის, რომ 5 წელი ერთი კომპანია ნაგავს აჭმევდა პოლიციას და ჯარს. ამის გაკეთება შეუძლებელია, ასობით ადამიანთან გარიგების გარეშე. ამის გაკეთება შეუძლებელია, ჩამპალი რომ არ იყოს მთელი სისტემა.
და ეს ყველაფერი კეთდებოდა წელიწადში 4-5 მილიონის ტენდერებისთვის. რუსეთს რომ ასი მილიონი გადაეხადა ამ კაცისთვის, შეეძლო, მძიმე მეტალებით ან კანცეროგენური ნივთიერებებით დაბინძურებული საკვები მიეწოდებინა ძალოვანი სტრუქტურებისთვის? ისეთი საკვები, რომლის პირდაპირ ზიანს ვერავინ მიხვდებოდა, მაგრამ ხანგრძლივ ვადაში ჯანმრთელობას დაუზიანებდა ჯარის და პოლიციის საკმაო ნაწილს?
ხალხო, წარმოგიდგენიათ ასეთი სკანდალი ესტონეთში, მაგალითად? გადაჰყვებოდა ამ ამბავს მთელი მთავრობა.

ასევე დაგაინტერესებთ

პაპუაშვილი: სხვადასხვა ქვეყნის კონსტიტუციის პირველ მუხლებში განსხვავებული აქცენტებია, საქართველოს შემთხვევაში განმსაზღვრელი სიტყვებია -თავისუფლება, დამოუკიდებლობა და ერთიანობა, ეს არის პოლიტიკური მანიფესტიც