“ალტე უნივერსიტეტის” ციფრული ტრანსფორმაციის ცენტრის ხელმძღვანელი, ტექნოლოგიური ინჟინერი, ნანა დიხამინჯია:
ამ ბანაკის პროგრამა დევს სადმე? რას ასწავლიან ამ ბავშვებს, რისი ბანაკია კონკრეტულად?
მთავრობა მიხვდა, რომ ემიგრანტებში ვერ იტანენ და დაიწყო ამაზე მუშაობა. ეს არის ცნობილი მეთოდი, ჰიტლერმაც გადასარევად გამოიყენა – ახალგაზრდული ბანაკები.
ცოტა უცნაური კია, ადგილობრივად მცხოვრები ბავშვები შიმშილობდნენ და უფასო ბანაკი გაუკეთო უცხოეთიდან, შედარებით უზრუნველყოფილი ოჯახებიდან ჩამოსულ ბავშვებს. როგორც არ უნდა ცხოვრობდეს ემიგრანტი ამ ქვეყნებში, მაინც ბევრად უკეთესად ცხოვრობს, ვიდრე ბევრი ქართველი ბავშვი.

შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საზღვარგარეთ მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენელ ახალგაზრდებს შეხვდა, რომლებიც საქართველოს მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით შაორის ახალგაზრდულ ბანაკში ისვენებენ.
მთავრობის მეთაური ახალგაზრდებს მშვიდობის შენარჩუნების, ეკონომიკის განვითარებისა და განათლების სისტემის რეფორმირების კუთხით საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებსა და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა.
ბანაკის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ და პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ზარქუამ.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.