ნანა დიხამინჯია: ჩასწორება: წერილის ამ ვერსიაში ცოლიც არ ყოფილა ნახსენები და მეორეში შეიტანეს

“ალტე უნივერსიტეტის” ციფრული ტრანსფორმაციის ცენტრის ხელმძღვანელი, ტექნოლოგიური ინჟინერი, ნანა დიხამინჯია:
1. თორნიკე რიჟვაძე იყო ქოცნების ვარსკვლავი, დიდი ხანი. მთელი აჭარა მის ხელში იყო, მთელი ქოცობა გიჟდებოდა, გულებით ავსებდნენ სულ მის პოსტებს. გაიხედეთ ირგვლივ, რამდენ ქოცს ნახავთ, ახლა თანაგრძნობას რომ გამოხატავდეს. ეს არის ქოცობა. გითხრეს – გიყვარდეს, უნდა შეიყვარო. გითხრეს – ქურდია, უნდა დაიჯერო. გითხრეს – გძულდეს – უნდა შეგძულდეს. რომელი ქრისტიანობა, რომელი ქართველობა და ვაჟკაცობა გაძლევთ ასეთი ფარისევლობის ნებას?
2. თვითმკვლელობისთვის ვიღაცის სახლში არ მიდიან სხვა რეგიონში და თან ისეთის, ვისაც პატივს სცემენ. “გთხოვთ არ გამკვეთოთ” “ჩემი დაწერილია” – ასეთი რამე თვითმკვლელობის წერილში არ იწერება. ასევე, თვითმკვლელობისას გულზე არ იბჯენენ იარაღს, ასეთი სულელი არავინაა. უბრალოდ ბიძინას ფეხებზე ჰკიდია და საკუთარი მომხრეების დარწმუნებაზეც არ იწუხებს თავს. მისია ეს ქვეყანა. უნდა მოკლავს, უნდა აცოცხლებს, უნდა ფულს გააკეთებინებს, უნდა წაართმევს. ქოცი ბიზნესმენებიც და ჩინოვნიკებიც მისი საკუთრება ხართ, მისი მონები ოჯახებიანად. ჩასწორება: წერილის ამ ვერსიაში ცოლიც არ ყოფილა ნახსენები და მეორეში შეიტანეს.
3. ალეკო ახვლედიანი, ვის სახლშიც სცადა თვითმკვლელობა რიჟვაძემ, დაკავებულია იარაღის დაუდევარი შენახვისთვის. ის საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელია 2023 წლიდან. ახვლედიანის ძირითადი ქონება:
“საბანკო ანგარიშებზე ალექსი ახვლედიანს განთავსებული აქვს 367 ათასი ევრო და 176 ათასი ჩეხური კრონა, მის მეუღლეს კი 127 ათასი ლარი, 19 ათასი ევრო და 12 ათასი დოლარი. ნაღდი ფულის სახით კი ახვლედიანი ინახავს 37 ათას დოლარს, 45 ათას ევროს და 12 ათას ლარს.
გასულ წელს ახვლედიანმა ში არსებული ბიზნესიდან – სამშენებლო კომპანია “ლანადან” 548 ათასი დოლარის დივიდენდი აიღო, ჩეხეთში არსებული ბიზნესიდან – GSG wine company-დან 119 ათასი ევროს დივიდენდი, სლოვენიაში არსებული ბიზნესიდან – NAVTILUS DOO-დან კი 178 ათასი ევროს დივიდენდი. საქართველოში არსებული ბიზნესიდან შპს Quality Lab-დან 231 ათასი ლარის დივიდენდი, შპს ფალიაშვილის 23-დან კი 73 ათასი ლარის დივიდენდი, ასევე 72 ათასი ლარის დივიდენდი კომპანია შპს სომარი-3-დან.
ქონების ნაწილი: ბინა (თბილისი, ახვლედიანის ქ.) — 72.8 კვ.მ, $75,000
კომერციული ფართი (საგარეჯო, ერეკლე II ქ.) — 1,810 კვ.მ, $700,000
საცხოვრებელი სახლი (საგარეჯო, ჯაფარიძის შესახვ. 4, N5) — მიწა 520 კვ.მ, სახლი 101.6 კვ.მ, $180,000
საცხოვრებელი სახლი (საგარეჯო, ჯაფარიძის შესახვ. 4, N3) — მიწა 506 კვ.მ, სახლი 336.6 კვ.მ, $300,000″
ამდენი კომპანიის და ფულის პატრონს რა უნდოდა ჩინოვნიკად, თავად გადაწყვიტეთ.
4. ღარიბაშვილის მთელ კლანს იცილებენ. იცილებენ ლილუაშვილის ყველა ჯგუფს. ხდება როგორც ბიუჯეტის ყვლეფის გადანაწილება, ისე სუფთა და შავი ბაზრების. ასე მგონია, ცოტა ხანში კალაძის კლანზე შეტევას ვნახავთ. ჯერ ერთი, მეტისმეტად გაეზარდა ძალაუფლება და მეორეც, საერთოდ არ შეესაბამება არც ვიზუალურად და არც ცხოვრების წესით იმ “ქართველი კაცის” მოდელს, რომელიც ქოცნებას სჭირდება.
5. ისეთი არაფერი ხდება, რაც რუსეთში არ გვინახავს. უბრალოდ, დიდია, პუტინი ყველაფერს ვერ აკონტროლებს თვითონ, დეცენტრალიზაცია მეტია, გადარჩენის შანსიც მეტი. საქართველო კი იქცევა ჩეჩნეთად – ერთი ბატონით, რომელიც ნახევარ ქვეყანას ფლობს და მემკვიდრეობით გადასცემს შვილებს. 80-იანი წლების საბჭოთა კავშირი სამოთხეა დღევანდელ ჩეჩნეთთან შედარებით. ეს წელია გაბრძოლების ბოლო შესაძლებლობა.