“ალტე უნივერსიტეტის” ციფრული ტრანსფორმაციის ცენტრის ხელმძღვანელი, ტექნოლოგიური ინჟინერი, ნანა დიხამინჯია:
შალვა რამიშვილი კვდება სიცილით შუხუთის კოსმოდრომის ამბავზე. ცხადია, არც ამ დების მიერ გურული მოხუცებისთვის მიწების წართმევას ამჩნევს, არც გელა ზოიძესთან ერთად სამ რუსულ კომპანიას, არც რუსული პროპაგადისტული ორგანიზაციიდან მიღებულ გრანტებს, არც ამ დების მეილებს და საჯარო ინტერვიუებს, რომ რუსეთი უნდა დაბრუნდეს საქართველოში, რუსული ენა სახელმწიფო უნდა გახდეს და რუსების უფლებების დაცვა უნდა გაძლიერდეს.
შენი მრევლისნაირი დებილებისთვისაა ეგ “კოსმოდრომი” მოგონილი, შალვა. თორემ შენ რომ გადასარევად იცი ამ რუსული აგენტურის საქმიანობის შესახებ, ამაში ეჭვი არ გვეპარება არავის. შეიძლება საერთოდაც შენი იდეა იყო, კოსმოდრომის შესახებ ლეგენდა გავავრცელოთო. არ გამიკვირდება, შენთან კონტაქტები რომ აღმოუჩინონ ამ თაღლით დებს.
რაც შეეხება იმას, რომ კოსმოდრომი რეალური ვერ იქნება, ვიცით ეგ ყველამ. ამას აკეთებენ ორი მიზეზით: ჯერ კიდევ რუსეთში 2016 წელს ჰქონდათ ამ ქალებს “კოსმოსური ტექნოლოგიების კონსორციუმი” დაფუძნებული და როგორც ჩანს, ცდილობენ, ვიღაც სულელი ინვესტორები დააბოლონ. მეორეც, ამ კომპანიის შირმით იყიდიან ჩიპებს, რომელთა გადატანა რუსეთში უმარტივესად შეუძლიათ. ან რა ვიცი, ააწყობენ დრონებს. პლიუს, რამე რომ გასკდეს, საღადაოდაც გამოდგება – ნახეთ, რა სისულელეს გვაბრალებენო.
თუ გგონიათ, რომ კოსმოდრომს არავინ დაიჯერებდა, შეგახსენებთ, რომ სულ რამდენიმე წლის წინ განათლების მომავალმა მინისტრმა მარსზე ვაზის კვლევის ლაბორატორია გაგვიხსნა მუზეუმთან ერთად სასტუმროს სარდაფში. შარშანდლამდე კი აქტიურად პიარდებოდა ქართველი გოგო, რომელიც ვითომ რობოტებს ქმნიდა ამერიკაში, სანამ აშშ SEC-მა არ დააჯარიმა ინვესტორების მოტყუებისთვის. ოღონდ საქართველოში ამ გოგოს რამდენიმე პრიზი აქვს მიღებული ტექნოლოგიურ კონკურსებში, სადაც სერიოზული ხალხი იყო ჟიურიში და “საქართველოს ქალის” ჟურნალშიცაა გამოჭიმული კოხტად, როგორც ტექნოლოგიური სფეროს განმავითარებელი ქალი. გაქანება არ ეყო ამ ორ რუს ქალს, თორემ შუხუთში კი არა, ქართულ უნივერსიტეტებში ვნახავდით მათ ცენტრებს
News.ge – მასალა იხილეთ აქ