ნანა დიხამინჯია: მთელ საქართველოს როდის დააყადაღებთ? ბანკებში როდის შეცვივდებით?

“ამ ფონდებში ფული გადავრიცხეთ ხალხმა, თიბისიმ და საქართველოს ბანკმა. თუ ეს ფონდები მონაწილეობდნენ საბოტაჟში და მტრულ საქმიანობაში, ესე იგი, ჩვენც ვმონაწილეობდით და ორი უმსხვილესი ბანკიც.
მთელ საქართველოს როდის დააყადაღებთ? ბანკებში როდის შეცვივდებით?
თქვენ მართლა რუსებო, პანტაპუნტითაა გახსნილი რუსული კომპანიები და ამას არ მიიჩნევთ მტრულ საქმიანობაში დახმარებად. ინჯია რომ პუტინისტ ფიფიასთან დარბოდა მოსკოვში და რუსეთს დახმარებას სთხოვდა, ეგ არაა მტრული საქმიანობა. საკუთარი ქვეყნის განვითარება რომ გინდა, გაჭირვებული მოსახლეობის დახმარება და უკანონო ჯარიმების გადახდაში დახმარება, ეგ ყოფილა მტრული საქმიანობა,” – წერს სოციალურ ქსელში “ალტე უნივერსიტეტის” ციფრული ტრანსფორმაციის ცენტრის ხელმძღვანელი, ტექნოლოგიური ინჟინერი, ნანა დიხამინჯია.

ასევე დაგაინტერესებთ

ფრიდრიხ მერცი – სამშაბათს ვაშინგტონში ტრამპს შევხვდები – მჭიდრო კონტაქტზე ვარ პარტნიორებთან ევროპაში, ისრაელსა და რეგიონში, ახლა არა თითის გაშვერის, არამედ ერთიანობისა და ერთობლივი მოქმედების დროა