ნანა დიხამინჯია: რომელი საუკუნის გერმანიის უმაღლეს განათლებაზე გველაპარაკა, არ ვიცი

„საქართველოს უნივერსიტეტის“ რექტორის მრჩეველი ტექნოლოგიების მიმართულებით, ნანა დიხამინჯია:
კობახიძის ფანტაზია: “ნახეთ გერმანია რომ ავიღოთ, გერმანიაში მოქმედებს ერთი ქალაქი, ერთი უნივერსიტეტის პრინციპი საერთოდ და რატომ? იქაც რაც არის რესურსი ცდილობენ მაქსიმალურად ოპტიმალურად გამოიყენონ. ერთადერთი ქალაქია ბერლინი, სადაც მოქმედებს ორი უნივერსიტეტი, ისიც ისტორიული კონტექსტიდან გამომდინარე იყო დასავლეთ გერმანია, აღმოსავლეთ გერმანია, შესაბამისად ორი უნივერსიტეტი შემორჩა ქალაქს. ყველა სხვა ქალაქში არის ერთი უნივერსიტეტი.”
რეალობა – “სახელმწიფო” (ანუ ფედერალური ერთეულების მიერ დაფინანსებული) უნივერსიტეტები გერმანიაში (გარდა ამისა, არსებობს არაკომერციული უნივერსიტეტებიც, რომლებიც იღებენ გარკვეულ ფედერალურ დაფინანსებას, მაგრამ ეგენი არ ჩამითვლია აქ).
ბერლინი — 7
მიუნხენი — 4
ჰამბურგი — 3
კიოლნი — 3
ფრანკფურტი — 3
შტუტგარტი — 3
დრეზდენი — 3
ლაიფციგი — 2
დიუსელდორფი — 2
ბონი — 2
ჰანოვერი — 2
კარლსრუე — 2
მანჰაიმი — 2
ბრემენი — 2
აახენი — 2
ესენი — 2
დორტმუნდი — 2
მაინცი — 2
პოტსდამი — 2
თუ რომელიმე შემეშალა, გამისწორეთ.
კონკრეტულად ბერლინში:
Humboldt University of Berlin — ~34,000 სტუდენტი
Free University of Berlin — ~38,000 სტუდენტი
Technical University of Berlin — ~35,000 სტუდენტი
Berlin University of the Arts — ~4,000 სტუდენტი
Berlin University of Applied Sciences and Technology — ~13,000 სტუდენტი
Berlin School of Economics and Law — ~12,000 სტუდენტი
Alice Salomon University of Applied Sciences Berlin — ~4,000 სტუდენტი
თავად შეგიძლიათ შეამოწმოთ, რომ საკმაოდ ბევრი პროგრამა დუბლირდება ამ უნივერსიტეტებში. რომელი საუკუნის გერმანიის უმაღლეს განათლებაზე გველაპარაკა, არ ვიცი.