ნანა დიხამინჯია: თბილისის მერიის მაღალჩინოსან ვიქტორ წილოსანს რომ თინეიჯერი შვილის სახელზე აქვს სახლები და კომპანიის წილები, ეს საერთოდ ცირკია

“ნოდარ მელაძის შაბათს ვუყურებ და ძალიან მინდა, ყველას, ვისაც ოდესმე სიტყვა “გრანტიჭამია” უხსენებია, ამ გადაცემის ათჯერ ყურება და ზეპირად მოყოლა მიესაჯოს.
მთელი ქართული ოცნება იპარავს ბიუჯეტის ფულს. გომელაურს მილიონობით ქონება პირად მცველზე აქვს გაფორმებული, არადა, ცხოვრებაში 6000 ლარზე მეტი ხელფასი არ ჰქონია, მემკვიდრეობა არ მიუღია და ცოლი უმუშევარი ჰყავს. როცა ცხადად კორუმპირებული მინისტრი ჰყავს ქვეყანას, რომელიც მანამდე სუსის უფროსი იყო, შეგიძლიათ იოლად წარმოიდგინოთ, როგორაა მთელი სისტემა გახრწნილი. გახრწნილ სისტემაში სახელმწიფო ვერანაირად ვერ აშენდება.
თბილისის მერიის მაღალჩინოსან ვიქტორ წილოსანს რომ თინეიჯერი შვილის სახელზე აქვს სახლები და კომპანიის წილები, ეს საერთოდ ცირკია.
უამრავი გადაცემაა მელაძის შაბათის გარდა – სტუდია მონიტორის, აიფაქტის სიუჟეტები, სადაც ქოცნების ასეულობით წევრის, ჩინოვნიკის, მათთან დაახლოებული ბიზნესმენების კორუფციაა მხილებული – ანუ ბიუჯეტის ყვლეფა. ანუ იმ ფულის ურცხვად ხარჯვა კურორტებზე, საკუთარი შვილების კერძო სკოლებში, ფუფუნებით ცხოვრებაზე, რომელიც უნდა იხარჯებოდეს საჯარო სკოლებზე, ბაღებზე, ზე, პარკებზე, გზებზე. ეს ხალხი პირდაპირ გძარცვავთ თქვენ. სახლში გივარდებათ და თქვენს შვილებს აცლის ლუკმას პირიდან, პირდაპირი მნიშვნელობით. მათაც გპარავენ ფულს, ვინც ტროლებად ჰყავხართ დაქირავებული, ვინც ს გაყალბებისთვის დაგიქირავეს და კაპიკებს გიხდიდნენ. ნორმალურ სახელმწიფოში ასეთი სამარცხვინო სამსახური არ გექნებოდათ.
აუცილებელია ერთი საიტის შექმნა, სადაც ყველა ამ კორუფციის შესახებ იქნება ინფორმაცია თავმოყრილი და დალაგებული.
მელაძის შაბათზე ლინკი,” – წერს სოციალურ ქსელში  “ალტე უნივერსიტეტის” ციფრული ტრანსფორმაციის ცენტრის ხელმძღვანელი, ტექნოლოგიური ინჟინერი, ნანა დიხამინჯია.

ასევე დაგაინტერესებთ

ეკა ხერხეულიძე: დღეს ყოველი ჩვენგანი თავისუფალია და “ის” ერთი კაცია პატიმარი… რა კარგები ვართ, რა გადასარევები, როგორ მოგვწონს საკუთარი თავები თავისუფალ ცურვაში, სანამ მიშა ბორკილდადებული გვეგულება..

მიხეილ ყაველაშვილი – ომის დაწყებაში ქვეყანას კი არ ვადანაშაულებთ – ყველა ჩვენგანმა ვერ უზრუნველვყავით, რომ მოვქცეულიყავით როგორც საქართველოს ხელისუფლებას შეეფერება, ვსაუბრობ წინამორბედებზე, მათ გარკვეული კითხვები დატოვეს

პრემიერი – როგორც იმის თქმა არ შეიძლება, რომ საქართველომ მოკლა სანდრო გირგვლიანი ან ბუტა რობაქიძე, ასევე არ შეიძლება იმის თქმა, რომ საქართველომ დაიწყო ომი 2008 წელს – ომი დაიწყო სააკაშვილის მოღალატეობრივმა, გარედან ჩანერგილმა რეჟიმმა