ნანა დიხამინჯია: ეგრე მოგივათ აქაურ ქოც-პროპაგანდისტებსაც – ყოველ დილას ილოცეთ და მოიხსენიეთ რიჟვაძე, ღარიბაშვილი, ლილუაშვილი და მთელი მათი გარემოცვა, ახლა რომ გადარჩენაზე ოცნებობენ

“ალტე უნივერსიტეტის” ციფრული ტრანსფორმაციის ცენტრის ხელმძღვანელი, ნანა დიხამინჯია:
დღეს ერთი მეგობარი დაიჭირეს, მეორე და მესამე ძლივს გადარჩნენ, კიდევ ნაცნობები დაიჭირეს, ერთი, მეორე, მესამე – ყველა თავისი საქმის პროფესიონალი, საუკეთესო ლექტორი, ფსიქოლოგი, მთარგმნელი, სხვადასხვა სფეროს ექსპერტები.
იმიტომ, რომ მარშით მიდიოდნენ ქუჩაში.
უკვე რეაქციაც კი არ მაქვს, მაგრამ ვხვდები, რომ ესაა ქოცნების მიზანი – ნორმალიზებული გახადოს ყოველგვარი რეპრესია.
რუსეთში უკვე მერამდენე ზეტ-პროპაგანდისტი შეიყვანეს უცხოელი აგენტების სიაში. იქ ამ სიაში მოხვედრა ნახევრად განადგურებაა. ადამიანები, ვინც 10-15 წელი დახარჯა პუტინის ქება-დიდებას და უკრაინის ომის გამართლებას, ამ სიაში მოხვდნენ იმიტომ, რომ მათი ერთი წინადადება არ მოეწონა კაგებეს.
ეგრე მოგივათ აქაურ ქოც-პროპაგანდისტებსაც – ყოველ დილას ილოცეთ და მოიხსენიეთ რიჟვაძე, ღარიბაშვილი, ლილუაშვილი და მთელი მათი გარემოცვა, ახლა რომ გადარჩენაზე ოცნებობენ.