“ალტე უნივერსიტეტის” ციფრული ტრანსფორმაციის ცენტრის ხელმძღვანელი, ტექნოლოგიური ინჟინერი, ნანა დიხამინჯია:
გამოვარდა ზოგიერთი მშობელი და ვითომ კეთილმოსურნე – მე-12 კლასში ისედაც არაფერს აკეთებდნენ მოსწავლეები და გასაუქმებელი იყოო.




ახლა გადის AP Biology, AP Calculus, AP Physics, AP Language and Composition, AP US History, Advanced Computer Science. მომავალ წელს კიდევ ხუთი AP კლასი აქვს დაგეგმილი.
კომპიუტერულ მეცნიერებებში სკოლაში ისწავლა პითონი, ჯავა და ალგორითმები. ინჟინერიაში ისწავლა ელექტრონიკა, მიკროელექტრონიკა, ჯგუფურ პროექტში ქუჩის მწმენდი რობოტი შექმნეს.
AP საგნების დიდ ნაწილს ამერიკული უნივერსიტეტები აღიარებენ კრედიტებად, შესაბამისად კალკულუსის, საბაზისო სტატისტიკის თუ კომპიუტერულ მეცნიერებებში შესავლის გავლა აღარ მოუწევს უნივერსიტეტში. ჩვენ ბიზნესის პროგრამებზე შემოგვდის სტუდენტები, რომელთაც წილადების მიმატება არ იციან და მერე კალკულუსს ვურტყამთ თავში.
იმის ნაცვლად, რომ ამ რთულ და ცოდნის სწრაფად ზრდად დროში მოითხოვოთ მეტი შინაარსიანი განათლება, მთლიანად უუქმებთ მე-12 კლასს, ფულს იხდით რეპეტიტორებში 2-3 საგანში და გგონიათ, რომ ამ მწირი ცოდნით წინ წავა ადამიანი.
ამ დროს ქოცნების მაღალჩინოსნებს შვილები დაჰყავთ უძვირეს კერძო სკოლებში, რომლებიც პირდაპირ მიყვებიან ევროპულ და ამერიკულ სტანდარტებს. შეიხედეთ “ევროპულ სკოლაში”, მაგალითად, მე-12 კლასი მთლიანად ეთმობა უზარმაზარი პროექტების განხორციელებას.
შეადარეთ და მოითხოვეთ უკეთესი განათლება საკუთარი შვილებისთვის.
edit: აქვე ჩავამატებ – სკოლა, რომლის მასწავლებლები და მშობლები ამბობენ, რომ მე-12 კლასში არ დადიან მოსწავლეები და ისე იღებენ დიპლომს, არღვევს საქართველოს განათლების სტანდარტს და მისი ავტორიზაცია გადასახედია.