ნანა დიხამინჯია: ახლა მოგიყვებით ამ ლაგი კაპიტალზე, რომელსაც ერთ წელიწადში მოგებული აქვს 94 მილიონი ლარის ტენდერები და დღეს დაიჭირეს მისი ამჟამინდელი მფლობელები

“ალტე უნივერსიტეტის” ციფრული ტრანსფორმაციის ცენტრის ხელმძღვანელი, ტექნოლოგიური ინჟინერი, ნანა დიხამინჯია:
ახლა მოგიყვებით ამ ლაგი კაპიტალზე, რომელსაც ერთ წელიწადში მოგებული აქვს 94 მილიონი ლარის ტენდერები და დღეს დაიჭირეს მისი ამჟამინდელი მფლობელები, ვინმე ძმები ბერძენიშვილები (ჩვენი ბერძენიშვილები არ გეგონოთ).
2019 წლამდე ამ კომპანიის 50% ეკუთვნოდა ზარქუას დას. მერე გადაუწერა ქმარს – ალექსანდრე ამისულაშვილს, რომელიც კალაძის ძმაკაცია (ბოროტი ხმები ამბობენ, რომ ზარქუა ამ გზით მოხვდა პარლამენტშიო). საინტერესოა, რომ ამ ალექსანდრე ამისულაშვილს იმ დროს ორმაგი მოქალაქეობა ჰქონია – საქართველოს და ს.
2022 წელს ალექსანდრე ამისულაშვილმა თავისი 50%-იანი წილი გადაუწერა შპს ჯე5-ს, რომელიც თავადვე დააფუძნა.
2023 წლის იანვარში შპს ლაგი კაპიტალი იგებს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს 20 მილიონიან ტენდერს, რომლის ფარგლებში შიდა ქართლში 4 სკოლა უნდა ააშენოს. ხელშეკრულება უფორმდება მარტში.
2023 წლის თებერვალში შპს ლაგი კაპიტალი იგებს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის 4 მილიონიან ტენდერს, რომლის ფარგლებში ჩოხატაურში 4 საბავშვო ბაღი უნდა ააშენოს.
2023 წლის მარტში შპს ლაგი კაპიტალი იგებს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის 7 მილიონიან ტენდერს, რომლის ფარგლებში ოზურგეთის სოფლებში 4 ბაღი უნდა ააშენოს.
2023 წლის სექტემბერში შპს ჯე5 (ანუ ზარქუას სიძის კომპანია) ყიდის თავის წილს.
2023 წლის სექტემბერში კომპანია კიდევ ორ ტენდერს იგებს – 9 მილიონიანს მცხეთის რამდენიმე ბაღის რეაბილიტაციისთვის და 5 მილიონიანს – ნინოწმინდის ორი ბაღის რეაბილიტაციისთვის.
2023 წლის ოქტომბერ-ნოემბერში კომპანია იგებს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის კიდევ 7 ტენდერს – ჯამში 47 მილიონის.
საერთოდ არაა საეჭვო, როცა კალაძის ძმაკაცი და ზარქუას სიძის კომპანია ერთ წელიწადში იგებს 46 მილიონი ლარის ტენდერებს და უცებ ყიდის თავის 50%-იან წილს.
არც ისაა საეჭვო, ეს გაყიდული კომპანია თან თავის დაკისრებულ საქმეს რომ ვერ ასრულებს სათანადო დროში და თან ახალ-ახალ ტენდერებს იგებს.
2024 წლის სექტემბერში ტვპირველს ჰქონია სიუჟეტი, არ მუშაობს ეს კომპანიაო და ზარქუამ თავი გაიგიჟა, გაყიდა ეგ ჩემმა სიძემ და მოჰკითხეთ კომპანიასო. ნეტა რატომ არ მოჰკითხეს კაი ხანი?
2025 წლის თებერვალში კომპანია ლაგი კაპიტალს შეუწყვიტეს ხელშეკრულება იმ 20 მილიონიან პროექტზე, რომლითაც 4 სკოლას აშენებდა შიდა ქართლში.
დღეს ამ კომპანიის ორივე მფლობელი დაიჭირეს – 94 მილიონის ტენდერები რომ მოიგეთ, რატომ არ ააშენეთ 30 ბაღი და 4 სკოლაო. ნეტა რატომ არ ააშენეს?
გვეუბნება: თეთრ სიაში მოიხვედრეს თავი მოტყუებითო, რომელიც მიმწოდებელს ანიჭებს უპირატესობას ისარგებლოს ავანსის მიღების გამარტივებული პროცედურებით. ისარგებლეს ამ შეღავათით, წარადგინეს მხოლოდ 50%-ანი საბანკო გარანტია და შემდეგ მიითვისეს ფონდის მიერ ავანსად ჩარიცხული 11 218 380 ლარიდან 9 365 801 ლარი. თანხის უკანონო წარმოშობის დაფარვის მიზნით, დაუფლებული თანხის ნაწილი, 1 211 000 ლარი, ფიქტიური დანიშნულებით გადარიცხეს ბრალდებულების სხვა კომპანიაზე, საიდანაც თანხები გადანაწილდა სხვადასხვა ურთიერთდაკავშირებულ პირზე, რითაც მოახდინეს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია.
ამ აჯაფსანდალიდან მე მხოლოდ ის დასკვნა შემიძლია გავაკეთო, რომ ტენდერების ნახევარი ზარქუას სიძეობამ მოაგებინა კომპანიას, რომელიც მერე მან სარფიანად გაყიდა. კომპანიამ კი, უკვე არსებული რეპუტაციით, წლის ბოლომდე გააგრძელა მოგებები, მერე კი ფულის დიდი ნაწილი შეჭამა, იმიტომ რომ მომკითხველი არ იყო არავინ. ორი წელი რატომ არ მოიკითხეს სკოლები და ბაღები, არ ვიცი. თანაც ბაღის აშენების კონტრაქტებში 16 თვე წერია ჩაბარების ვადად და ეტაპებია გაწერილი.
თქვენც ფიქრობთ, რომ ზარქუას სიძე არაფერ შუაშია და ვიღაც ორი ტიპი მფარველების გარეშე ბედავდნენ ამდენს?
კიდევ ვამატებ: ძალიან სასაცილოა, რომ ამხელა მუნიციპალური განვითარების ფონდი თვეში ერთხელ ახალ უზარმაზარ ტენდერს აგებინებს კომპანიას, რომელსაც წინა წელს მხოლოდ ერთი მშენებლობა ჰქონდა და მიმდინარე წლის მოგებული ტენდერები არც კი დაუსრულებია. კომპანია იყო თუ ზევსი, ერთდროულად ორმოცდაათ ადგილას ეშენებინა სკოლები და ბაღები? მაგათ არ უნდა მოეკითხოთ პასუხი, ვინც ტენდერებში ამარჯვებინა ასე უაზროდ?

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი აბესაძე: რა სასტუმროს ხსნის და რას ,,აზეიმებს” ივანიშვილი თავის მომხრეებს… განადგურდა 402,020 კვ.მ – სარეკრეაციო სივრცე თაბორის მთაზე და მოისპო ქალაქის ისტორიულად ჩამოყალიბებული ლანდშაფტი

ლევან ცუცქირიძე – ეს არ არის კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, ეს არის მაფიოზური ბრძოლა – ამბობენ, „დიფ სთეითი“ ებრძვის საქართველოსო, რა „დიფ სთეითი“, „დიფ სთეითი“ ივანიშვილია – არსად ჩანს და ყველაფერს აკონტროლებს