„ნამუს“ მიზანი ქართული სამზარეულოს და კულტურის პოპულარიზაციაა“ – მერაბ დვალიშვილის ქართული ბიზნესი აშშ-ში

UFC-ის ქართველმა ჩემპიონმა სუპერმსუბუქ წონაში -ში საკუთარი ბიზნესი ქართული პროდუქტისა და კულტურის პოპულარიზებით დაიწყო. “ნამუ” – ასე ეწოდება მერაბ დვალიშვილის მიერ მეგობრებთან ერთად დაფუძნებულ ბრენდს, რომლის შესახებაც მან, საქართველოში საქმიანი ვიზიტით ჩამოსულმა, ჟურნალისტებთან ისაუბრა.

“ნამუს” ბრენდით შეფუთული გაყინული ხინკალი აშშ-ს 50-ვე შტატში გამოწერით იყიდება. ვინაიდან აშშ-ს ყველა შტატში არც ქართული რესტორანია და არც გაყინული ხინკალი იყიდება, დვალიშვილის კომპანია მომხმარებელს სთავაზობს გამოიწერონ ხინკალი, რომელიც ყინულთან ერთად მსურველს მაქსიმუმ სამ დღეში მიეწოდება.

“ნამუზე” ჩემს უახლოეს მეგობრებთან ერთად ვიფიქრე და საბოლოოდ დავაფუძნე, რომლის გაყიდვებსაც საკმაოდ წარმატებულად შევაფასებდი. ის მიზნად მომხმარებლის დაკმაყოფილებასთან ერთად, ქართული სამზარეულოსა და კულტურის პოპულარიზაციასაც ისახავს”, – განაცხადა UFC-ის სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონმა მერაბ დვალიშვილმა.

კომპანია ბაზარზე გასული წლის ზაფხულში გამოჩნდა და აშშ-ში მცხოვრებ ქართველებსა თუ ადგილობრივებს შორის პოპულარობა მარტივად მოიპოვა.

ქართველი სპორტსმენის თქმით, საქართველოში პროდუქტის ჭარბი რაოდენობის გამო, ის ბრენდის სამშობლოში შემოტანას და დივერსიფიკაციას არ გეგმავს.

აღსანიშნავია, რომ პაკეტში 12 ცალი ხინკალია და მისი ღირებულება 40 დოლარს შეადგენს. მსურველებს კი “ნამუდან” ხინკლის გამოწერა მისი ოფიციალური საიტიდან შეუძლიათ.