“ნამდვილი ჯგუფური ძალადობა არის ის, რასაც “ოცნების” რეჟიმი მოქალაქეებს უკეთებს” – პრეზიდენტი

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს გამოცხადებულ გადაწყვეტილებას ეხმაურება, რომლითაც მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძემ საპროტესტო აქციის 11 მონაწილე წინასწარ პატიმრობაში დატოვა.
“ჯგუფური ძალადობის ბრალდებით მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძემ საქართველოში მიმდინარე პროტესტის 11 მონაწილე წინასწარ პატიმრობაში დატოვა. ნამდვილი ჯგუფური ძალადობა არის ის, რასაც “ქართული ოცნების” რეჟიმი საქართველოს მოქალაქეებს უკეთებს”, – წერს პრეზიდენტი ზურაბიშვილი.
ანდრო ჭიჭინაძე, ონისე ცხადაძე და კიდევ 9 დაკავებული სასამართლომ პატიმრობაში დატოვა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი სიორიძე – რამდენიმე თვის წინ შეიტანეს სარჩელი, მათ შორის, „ლელოს“ აკრძალვის თაობაზე და ჯერჯერობით განმწესრიგებელი სხდომაც არ ჩაუნიშნავს სასამართლოს – ეს ყველაფერი არის სპექტაკლი, რომლის გათამაშებასაც ივანიშვილი და მისი რეჟიმი აპირებს

დავით ნიკურაძე: პარლამენტის თავმჯდომარე რითაა დაკავებული? ისევ ავრცელებს დასანქცირებული იმედის ტელევიზიის ფეიკს და ამ ფეიკის საფუძველზე გერმანიის ელჩს ეუბნება, ახლავე ბოდიში მოიხადეო