პორტუგალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მარტინესმა მისი გუნდისა და პსჟ-ის 25 წლის ნახევარმცველ ვიტინიაზე ისაუბრა.
პორტუგალიელები მარტის სანაკრებო პაუზაზე ერთა ლიგის პლეი-ოფის 2-რაუნდიან დაპირისპირებაში დანიას შეხვდება და ჟურნალისტებთან შეხვედრაზე მარტინესმა სწორედ ვიტინიაზე გაამახვილა ყურადღება.
“ვიტინია ახლა ევროპული ფეხბურთის თანამედროვე მაესტროა, მას ჯადოსნური ჯოხი უჭირავს ხელში.ეჭვი არ მეპარება, რომ ის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ნახევარმცველია”, – განაცხადა ესპანელმა სპეციალისტმა.
