“ნამდვილად მაქვს კითხვა: რატომ არ შეიძლება ემიგრანტებისთვის დისტანციურად ხმის უფლება?”– დათო გამცემლიძე

ნამდვილად მაქვს კითხვა: რატომ არ შეიძლება (შეიძლებოდა) ემიგრანტებისთვის დისტანციურად ხმის უფლება?
ყველასთვისაც, მაგრამ თუნდაც მხოლოდ ემიგრანტისთვის? აი ცხოვრობს ემიგრანტი ვთქვათ ნეაპოლში, არ არის იქ საარჩეწვნო უბანი….. რამდენიმე დღით ადრე შედის ს საიტზე, გადის რეგისტრაციას, ს დღეს შედის ისევ საიტზე….. გადის უსაფრთხოების რთულ (თუნდაც ძალიან რთულ) პროცედურებს, აძლევს ხმას და მორჩა. რატომ არ შეიძლება? „უსაფრთხოება“ და „დაცულობა“ თუა პრობლემა, „ინტერნეტბანკინგით“ ადამიანი უდიდეს თანხებს რიცხავს და ხომ არის დაცული? უამრავი ტექნოლოგიის მოფიქრება შეიძლება ამ „უსაფრთხოების“ და „დაცულობის“ უზრუნველყოფისთვის. არ გააკეთა ეს ხელისუფლებამ, რაც ოპოზიციის აბსოლუტურად ლეგიტიმური „სათქმელი“ გახდება, რომ არჩევნები იყო ნაკლოვანი და ხელისუფლებამ ეს არ დაუშვა, რაკი ემიგრანტების დიდი ნაწილი მისი მოწინააღმდეგეა. არის ეს ლეგიტიმური „სათქმელი?“ 27 ოქტომბრიდან? მომავალ მიტინგებზე? ნამდვილად არის!
მე ყველა ამომრჩევლისთვისაც დავუშვებდი იმავე სისტემას. თუნდაც საქართველოში.

ასევე დაგაინტერესებთ