ნამდვილად ვერ წავიკითხავ „მეგობარ აქტს“, როგორც ახალი ადმინისტრაციის გზავნილს საქართველოსადმი

ნამდვილად ვერ წავიკითხავ „მეგობარ აქტს“, როგორც ახალი ადმინისტრაციის გზავნილს საქართველოსადმი
მე ვერ აღვიქვამდი ამას, როგორც სიგნალს ახალი ადმინისტრაციიდან, ვინაიდან თუ კარგად წავიკითხავთ ამ აქტს, ვნახავთ აბსოლუტურ შეუთავსებლობას -ს ახალი ადმინისტრაციის პოლიტიკასა და მას შორის, რაც ამ აქტშია ასახული, – ასე შეაფასა გადაცემაში „იმედი LIVE“ საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა, შეერთებული შტატების სენატის, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მიერ მხარდაჭერილი დოკუმენტი „მეგობარი აქტი“.
მისი თქმით, დიდი ალბათობით ამ ფორმით „მეგობარი აქტი“ საბოლოოდ არ იქნება მიღებული ვინაიდან ის ეწინააღმდეგება ტრამპის ადმინისტრაციის მიერ გაჟღერებულ პრიორიტეტებს.
„დებულებები [მეგობარი აქტის] წინააღმდეგობაში მოდის ტრამპის ადმინისტრაციის პრიორიტეტებთან. აქედან გამომდინარე მე ნამდვილად ვერ წავიკითხავ ამ აქტს, როგორც ახალი ადმინისტრაციის გზავნილს საქართველოსთან მიმართებაში. მე უფრო დავარქმევდი ალბათ იგივე ძალების მცდელობებს, რაღაცნაირად კიდევ ერთხელ დააყენონ დღის წესრიგში საქართველო ნეგატიური კონტექსტით, ნეგატიური აქცენტით და შეეცადონ ამ საკითხით კიდევ ერთხელ დღის წესრიგის შექმნას საქართველოში. ეს აქტი არ არის საბოლოოდ მიღებული. საბოლოო მიღებამდე ძალიან ბევრი პროცედურაა გასავლელი იმისთვის, რომ ის საბოლოოდ დამტკიცდეს. ძალიან დიდ ეჭვს გამოვთქვამდი იმასთან შესაძლებლობასთან დაკავშირებით, რომ ეს აქტი ამ ფორმით დამტკიცდეს“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ასეთ დროს, შეტევის ობიექტი აღარ არის ხელისუფლება, როგორც პოლიტიკური მოწინააღმდეგე; შეტევის სამიზნე ხდება თავად საქართველო – მისი საერთაშორისო იმიჯი და პოზიცია, მისი ურთიერთობები ვაშინგტონთან და თელ-ავივთან, მისი რეპუტაცია, როგორც საიმედო პარტნიორის

გიორგი კანდელაკის და თინა ხიდაშელის მიზანია საქართველო უარყოფით კონტექსტში წარმოაჩინონ, შექმნან საერთაშორისო იზოლაციის ილუზია და ხელი შეუშალონ იმ პოზიტიურ პროცესებს, რომლებიც დღეს რეალურად მიმდინარეობს

საქართველოს წინააღმდეგ საინფორმაციო-პროპაგანდისტული საბოტაჟი ან დივერსია, ღალატია, დროა კოლექტიური ხიდაშელ-“ტაივანჩიკები” და კრებსითი გიორგი კალანდაძეები და მსგავსი “შპანა” კანონიერად აღმოჩნდნენ იქ, სადაც მათი ადგილია