მადრიდის “რეალის” მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ ჟურნალისტებთან ვინისიუს ჟუნიორის შესახებ ისაუბრა. იტალიელის თქმით, ბრაზილიელი შემტევი “ოქროს ბურთის” ვერმოგების გამო, დამწუხრებული სულაც არ არის.
“გასული კვირა ძალიან რთული იყო, საქმე “ოქროს ბურთს” არ ეხება, ეს წარსულში დარჩა, დაჯილდოებულებს ვულოცავ.
ვინისიუსი ნამდვილად დამწუხრებულია, თუმცა არა “ოქროს ბურთის”, არამედ იმის გამო, რაც ახლა ვალენსიაში ხდება.
ვფიქრობ, ასეთ დროს საფეხბურთო ოჯახი ერთანი უნდა იყოს და მატჩები არ უნდა ტარდებოდეს”, – განაცხადა ანჩელოტიმ.
შეგახსენებთ, ესპანეთის ქალაქ ვალენსიაში სტიქიის შედეგად 200-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.