„რაც აქ ვიდექი, ერთი სიტყვა არ მითქვამს შეურაცხმყოფელი, ქალბატონო თინა, თუმცა, თქვენ ჩვეულ რეჟიმში თავი გამოიჩინეთ ისევ და ისევ ამ შეურაცხყოფებით. პრემიერთან დაკავშირებითაც გქონდათ გარკვეული კითხვა და ყველას მიმართ შეურაცხყოფა, რასთან მიმართებითაც პირდაპირ გეტყვით: ნამდვილად ამაყი ვარ, რომ ვარ იმ გუნდში, რომელმაც, ქალბატონო თინა, დაასრულა ის სამარცხვინო პრაქტიკა, რაც ჰქონდა თქვენს ხელისუფლებას. აი, ამით ნამდვილად ამაყი ვარ. ასევე, ამაყი ვარ იმით, რომ ვარ იმ პოლიტიკურ გუნდში, რომლის ფარგლებშიც მოხდა ვიზალიბერალიზაცია და, ასევე, ამაყი ვარ, რომ ვარ იმ გუნდში, რომელმაც შეძლო, და ევროკომისიამ, მისი მოქმედებების შედეგად, მიიღო ის გადაწყვეტილება, რომ საქართველოს გაეწია რეკომენდაცია ევროკავშირის საბჭოს წინაშე, მიიღოს კანდიდატის სტატუსი. ამით ნამდვილად ამაყი ვარ. ვიცი, რომ ეს თქვენ არ გსიამოვნებთ და მზად ხართ, შეურაცხყოთ ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ამ გზაზე გადადგამს ქმედით ნაბიჯებს, თუმცა, მე ამით ნამდვილად ამაყი ვარ“, – აღნიშნა რატი ბრეგაძემ.
მინისტრის საათის ფორმატში პარლამენტში იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძეს უსმენენ.