“ნაკურთხი წყალი არის უებარი, ჯოჯო საკითხები აღარ შეგაწუხებს” | მაჭარაშვილი “მთავარის” ექსპერიმენტზე, როგორ ყიდულობენ რუსები ბინადრობას

“ქართული ოცნების” პრორუსული დანაყოფის, “ხალხის ძალის” წევრი, გურამ მაჭარაშვილი “მთავარი არხის” ექსპერიმენტს “ცუდ სიზმარს” უწოდებს და ცინიკურად ეხმაურება ინფორმაციას, რომ რუსები საქართველოს ბინადრობის უფლებას $5 500-ად ყიდულობენ.
“კონსულტაცია და რეკომენდაცია ხომ მოგეცით…კიდევ ვიმეორებ. პირადად თქვენ არა, მაგრამ, ვინც ამ საკითხებით არის დაკავებული, რომ ამ ცუდ სიზმრებს თავი დაანებოთ, ნაკურთხი წყალი არის უებარი საშუალება. საღამოს რომ მიიღებ, დილით ადგები და ნათელ საქართველოში გაიღვიძებ. ასეთი რაღაც ჯოჯო საკითხები მერე აღარ შეგაწუხებს. აი, დამიჯერე…დილიდან მეუბნები, ვიღაცასთან დავრეკეო, რაღაცა ვითამაშეო, ვიმსახიობეო და მე მეკითხები არი თუ არა რეალურიო და, აბა, ეს ეხლა… დილიდან რომ კარგ ხასიათზე გაიღვიძებს ადამიანი, ამ საკითხს რატომ დასვამს? ექსპერიმენტებს ატარებ ვითომ ხარ ს მოქალაქე, ვითომ შეხვედი, სადღაც შეიჭერი…რაც გინდა ის ჩაატარეთ, მაგრამ მე რა შუაში ვარ? შენ თუ ცუდ სიზმარს ნახავ, მე როგორ ვარ პასუხისმგებელი?.. აი, ეხლა რაც მომიყევი, ეგ სიზმრებია ზუსტად…ახლა თქვენ თუ სიზმრებს ფაქტად აღიქვამთ, ცუდად ყოფილა საქმე. მაშინ სჯობია, რომ წინასაახალწლო განწყობა შევიქმნათ, ასე სჯობია,” – ამბობს მაჭარაშვილი.
ცნობისთვის, “მთავარი არხის” ჟურნალისტური ექსპერიმენტი ადასტურებს, რომ ბინადრობის უფლებას რუსები საქართველოში 5, 500 დოლარად ყიდულობენ. რუს შუამავალს ექსპერიმენტის დროს წამოცდა, რომ “შიგნიდან ეხმარებიან”.
ასევე ნახეთ:
· “ჩვენ შიგნიდან გვეხმარებიან” | რუსები საქართველოს ბინადრობასა და მოქალაქეობას $5 500-ად ყიდულობენ – “მთავარი არხის” ექსპერიმენტი