ნაკრებში ერთი დებიუტანტი მოთამაშეა — სანიოლმა ახალი შემადგენლობა დაასახელა

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ერთა ლიგის ფარგლებში სთან და ალბანეთთან მომავალი თამაშებისთვის ცნობილია. ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა ახალი შემადგენლობა დაასახელა და მასში ერთი დებიუტანტი ფეხბურთელია — ფორვარდი გიორგი გულიაშვილი, რომელიც ბოსნიის პრემიერლიგაში, კლუბ სარაევოში თამაშობს.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ასე გამოიყურება:
· გიორგი მამარდაშვილი
· გიორგი ლორია
· გიორგი გუგეშაშვილი
· ოთარ კაკაბაძე
· გურამ კაშია
· სოლომონ კვერკველია
· ლაშა დვალი
· გიორგი გველესიანი
· ლუკა ლოჩოშვილი
· გიორგი გოჩოლეიშვილი
· საბა გოგლიჩიძე
· ლევან შენგელია
· ოთარ კიტეიშვილი
· გიორგი ქოჩორაშვილი
· სანდრო ალთუნაშვილი
· შოთა ნონიკაშვილი
· გიორგი წიტაიშვილი
· გიორგი ჩაკვეტაძე
· ზურიკო დავითაშვილი
·
· გიორგი გულიაშვილი
· ბუდუ ზივზივაძე
· გიორგი მიქაუტაძე
დებიუტანტი გიორგი გულიაშვილი რეგულარულად თამაშობდა საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებში.
მომავალი ორი თამაშისთვის ნაკრებში გამოძახებულები აღარ არიან საბა ლობჟანიძე, ჯიმი ტაბიძე, ნიკა კვეკვესკირი, ანზორ მექვაბიშვილი, ირაკლი აზაროვი, ლუკა გადრანი, გაბრიელ სიგუა, გიორგი ქვილითაია.
უკრაინის ნაკრებთან თამაში 11 ოქტომბერს, პოლონეთში, ქალაქ პოზნანში გაიმართება. ალბანეთს კი ნაკრები 14 ოქტომბერს, უკვე თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე შეხვდება.