ნაკრებში ასრულებს, “ბენფიკაში” რჩება – დი მარია კვლავ ლისაბონელებისთვის შეუტევს

A Bola-ს ინფორმაციით, 36 წლის შემტევმა ანხელ დი მარიამ “ბენფიკაში” დარჩენა კიდევ 1 წლით გადაწყვიტა.
არგენტინელის მოქმედ ხელშეკრულებას ლისაბონელებთან ვადა ამა წლის 30 ივნისს გაუვიდა, მაგრამ მხარეებმა კიდევ 1 სეზონით გაგრძელებაზე მოილაპარაკეს.
ვეტერანი არგენტინელი თავისი ქვეყნის ნაკრებთან ერთად კოპა ამერიკის ფინალშია გასული, სადაც “ალბისელესტე” კოლუმბიას დაუპირისპირდება და დი მარიასთვის ნაკრების მაისურით ბოლო მატჩი იქნება.
მან გასულ სეზონში ყველა ტურნირზე “ბენფიკას” მაისურა 48 შეხვედრაში მოირგო, სადაც 17 გოლი გაიტანა და 15 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში