“ნაკრებს წინ რთული პერიოდი ელის” – შარაშენიძე

კარგია როცა გოგოები ნაკრების ბიჭებზე იქრაშებიან.
ეს უკვე სრულიად უტყუარი ნიშანია იმის რომ ნაკრები კარგად თამაშობს.
სერიოზულად კი: ნაკრებს წინ რთული პერიოდი ელის, რადგან დაცვის ხაზი გადაბერებულია და ჩანაცვლება სჭირდება. გამომდინარე იქიდან რომ ქართული ფეხბურთის მიმართ აწი ინტერესი გაიზრდება, მალე ალბათ ბევრ პერსპექტიულ ბიჭს ვიხილავთ ტოპ ევროპულ ლიგებში. მაგრამ მათ (საზონოვის დარად) დრო და პრაქტიკა სჭირდებათ რომ ნაკრების დონე გაქაჩონ.
მაგრამ პრინციპში რა პრობლემაა? გავუშვათ სანიოლი და ჩავაბაროთ ნაკრები ფეისბუქელ ჭკუის დამრიგებლებს. იმათმა ყველაზე უკეთ იციან.