ნაკრებს ორი ფეხბურთელი ვერ დაეხმარება. საქართველო – ესპანეთი | 14 ნოემბრის განრიგი

ნაკრებს ორი ფეხბურთელი ვერ დაეხმარება. საქართველო – ესპანეთი | 14 ნოემბრის განრიგი
საქართველოს ეროვნული ნაკრები ესპანეთთან მატჩისთვის ემზადება. 13 ნოემბერს, ჩვენმა გუნდმა მიხეილ მესხი 2-ზე ივარჯიშა.
ტრავმის გამო მოახლოებულ მატჩებში ნაკრებს გაბრიელ სიგუა და ნიკა გაგნიძე ვერ დაეხმარებიან. საქართველოს ნაკრები ევროპის მოქმედ ჩემპიონს დინამო არენაზე 15 ნოემბერს უმასპინძლებს. ყვითელი ბარათების გამო შეხვედრას გიორგი ქოჩორაშვილი გამოტოვებს. მატჩი 21:00 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ
ნოემბრის სანაკრებო პაუზის ფარგლებში გასამართი მატჩების გიორგი გოჩოლეიშვილმა ისაუბრა.
გიორგი გოჩოლეიშვილი (ეროვნული ნაკრების წევრი): „ოქტომბრის სანაკრებო პაუზა ისეთი არ გამოვიდა, როგორც გვინდოდა. ძალიან მოტივირებულები ვართ. ესპანეთთან მატჩის მსგავსად, რთული შეხვედრა გველის ბულგარეთში. მეტოქე საკუთარ მოედანზე თამაშობს და ვეცდებით, რომ თამაში ჩვენ სასარგებლოდ დავასრულოთ”.
14 ნოემბრის განრიგი | დინამო არენა
17:00 საქართველოს ნაკრების პრესკონფერენცია
17:30 საქართველოს ნაკრების ვარჯიში (აკრედიტებული მედიისთვის ღიაა საწყისი 15 წუთი)
19:00 ესპანეთის ნაკრების პრესკონფერენცია
19:30 ესპანეთის ნაკრების ვარჯიში (აკრედიტებული მედიისთვის ღიაა საწყისი 15 წუთი)
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა
მეკარეები: გიორგი მამარდაშვილი (ლივერპული, ინგლისი), ლუკა გუგეშაშვილი (პაოკი, საბერძნეთი), დავით კერესელიძე (დილა, გორი)
მცველები: გურამ კაშია (სლოვანი, ), ლუკა ლოჩოშვილი (ნიურნბერგი, გერმანია) გიორგი გოჩოლეიშვილი (ჰამბურგი, გერმანია), საბა გოგლიჩიძე (უდინეზე, იტალია), ალექსანდრე ნარიმანიძე (ჟილინა, )
ნახევარდაცვა/თავდასხმა: ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), გიორგი ქოჩორაშვილი (სპორტინგი, პორტუგალია), ანზორ მექვაბიშვილი (კრაიოვა, რუმინეთი), შოთა ნონიკაშვილი (ჩერკასი, ), ნიკა გაგნიძე (კოლოსი, ), ვლადიმერ მამუჩაშვილი (ტორპედო, ქუთაისი), გაბრიელ სიგუა (ლოზანა სპორტი, შვეიცარია), ნოდარ ლომინაძე (ეშტორილი, პორტუგალია), გიორგი წიტაიშვილი (მეცი, საფრანგეთი), ზურიკო დავითაშვილი (სენტ-ეტიენი, საფრანგეთი), გიორგი აბუაშვილი (მეცი, საფრანგეთი), იური ტაბატაძე (კადისი, ესპანეთი), (პსჟ, საფრანგეთი), ბუდუ ზივზივაძე (ჰაიდენჰაიმი, გერმანია), გიორგი კვერნაძე (ფროზინონე, იტალია), გიორგი გულიაშვილი (სარაევო, ბოსნია-ჰერცეგოვინა), გიორგი ქვილითაია (არის ლიმასოლი, კვიპროსი)
NAKREBI.GE
: ახლა უკეთეს ფორმაში ვარ – დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობთ
ნაკრები ესპანეთთან და ბულგარეთთან მატჩებისთვის სრული შემადგენლობით ემზადება
დე ლა ფუენტეს იამალის ნაცვლად თბილისში 28 წლის თავდამსხმელი მოჰყავს
თურქეთმა ბულგარეთი გაანადგურა
ნაკრები ესპანეთთან და ბულგარეთთან მატჩებისთვის სრული შემადგენლობით ემზადება
დე ლა ფუენტემ თბილისში წამოსასვლელად ესპანეთის ნაკრები დარაზმა
ხვიჩა კვარაცხელია: ახლა უკეთეს ფორმაში ვარ – დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობთ
საქართველოს ნაკრებმა ნოემბრის მატჩებისთვის მზადება დაიწყო
სანიოლი დაამტკიცებს, რომ არ ამოწურულა?! – სავარაუდო შემადგენლობა და ალტერნატივები ესპანეთთან
[VIDEO] ესპანეთი შეუჩერებელია – ბულგარეთს ადვილად მოუგო