ნაკლებსავარაუდოა ლარის მკვეთრი გამყარება – თიბისი კაპიტალი

ქვეყანაში წმინდა სავალუტო შემოდინებები ისეთი ძლიერი აღარაა და მცირდება, რასაც ისტორიული დინამიკის გათვალისწინებით, არა კლებად, არამედ ნორმალიზებად აფასებს. ამასთან, ბოლო თვეებში გაუმჯობესება აღინიშნება. თანაც, იმ ფონზე, რომ მიგრაციამ 2023 წელს პიკს უკვე მიაღწია და, როგორც ჩანს, სამომავლოდაც ეტაპობრივი შემცირების ტენდენცია გაგრძელდება. ასევე, დაბალი ინფლაცია უკვე ფაქტია. ეს კი, ეკონომიკის ზრდის ნორმალიზებასთან ერთად ნიშნავს, რომ ლარში გაყიდვებისა და მომგებიანობის, ხელფასების მატების უფრო ზომიერი ტემპია მოსალოდნელი.
კაპიტალის შეფასებით, ნაკლებსავარაუდოა ლარის მკვეთრი გამყარება. ამასთან, ანალიტიკოსების უმრავლესობა, მომდევნო წლებში დოლართან მიმართებით უფრო მყარ ევროზე თანხმდება. საპროცენტო განაკვეთების კუთხით, ლარის და როგორც ჩანს, დოლარისა და ევროს შემთხვევაშიც, პიკური პერიოდები უკვე გადავლილია. საბაზო სცენარების გარდა, მნიშვნელოვანია გადაწყვეტილებების მიღებისას შესაძლო სტრესული გარემოებების დადგომის ალბათობის მხედველობაში მიღებაც.
თიბისის ეკონომისტების გუნდი 2024 წელს პირად ცხოვრებასა და პროფესიულ საქმიანობაში წარმატებებს გისურვებთ.

ასევე დაგაინტერესებთ