ნაკლებად საინტერესოა, რა განცხადებას გააკეთებს გიორგი ვაშაძე, რას მოუწოდებს ხაზარაძეს თუ გახარიას

ნაკლებად საინტერესოა, რა განცხადებას გააკეთებს , რას მოუწოდებს ხაზარაძეს თუ გახარიას
ზოგადად, ნაკლებად საინტერესოა, რა განცხადებას გააკეთებს გიორგი ვაშაძე, რას მოუწოდებს ხაზარაძეს თუ გახარიას. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი მათი გადასაწყვეტია, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა.
ბრეგაძეს კითხვა დაუსვეს „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც, „ლელოს“ და პარტია „საქართველოსთვის“ გაერთიანებისკენ მოუწოდებს.
„ვფიქრობ, ეს ყველაფერი მიმართულია იქითკენ, რომ გახარიამ, გნებავთ ხაზარაძემ და მათმა პარტიებმა რაიმე ფორმით 5-პროცენტიანი საარჩევნო ბარიერი გადალახონ. არ ვფიქრობ, რომ მათი მოწოდებები რაიმე სხვა მიზანს ემსახურებოდეს“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

საქმე გვაქვს, ოპოზიციის წინასწარ დაგეგმილ პროვოკაციასთან, დღეს ცესკო ადამიანებს პროფესიული ნიშნით ირჩევს, ნეიტრალიტეტი კი თითოეულ მათგანს მოეთხოვება, მათ შორის, კომისიაში ოპოზიციის კვოტით მყოფ ადამიანებს