ნაკიანი წელიწადი – რატომ ემატება თებერვალს ერთი დღე ყოველ მეოთხე წელს?

როგორ იღებს სათავეს ნაკიანი წლის ისტორია და რატომ ემატება ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ თებერვლის თვეს 29-ე დღე? ამას რამდენიმე ახსნა აქვს.
რიცხვების მიხედვით
კალიფორნიის რეაქტიული ძრავის ლაბორატორიის ინფორმაციით, ნაკიანი წელი უმეტესწილად არსებობს იმისთვის, რომ თვეები სინქრონიზებული იყოს წლიურ მოვლენებთან. ამ მოვლენებში ძირითადად შედის ბუნიობა, რომლის დროსაც დღე და ღამე თანაბრდება და ზამთრის და ზაფხულის მზედგომებთან, როდესაც წელიწადის განმავლობაში დღე ყველაზე მოკლე და ყველაზე გრძელია.
ნაკიანი წელიწადის დროს ხდება იმ სხვაობის ერთგვარი შესწორება, რომელიც დედამიწის მზის გარშემო მოძრაობის შედეგად წარმოიქმნება. ამერიკის აერონავტიკის და კოსმოსური კვლევების სააგენტოს – იგივე ნასას – ცნობით, მზის ორბიტაზე დედამიწის მიერ ერთი სრული წრის დარტყმას 365 დღე და დაახლოებით, 6 საათი სჭირდება – ოთხ წელში კი ეს 24 საათია, რაც ერთი დღე-ღამე გამოდის.
-ის ეროვნული საჰაერო და კოსმოსური მუზეუმის თანახმად, ყოველი მეოთხე წელიწადი ნაკიანი წელი არ არის. საუკუნეში ერთხელ ამ დარჩენილი მცირედი ცდომილებების გამოსწორებაც ხდება. თუ ეს კალიბრაციაც არ მოხდა, ყოველ წელს კალენდარი 44 წუთზე მეტი ხნით გახანგრძლივდება.
როგორ ხდება ეს კალიბრაცია? როგორ და, ნაკიანად ითვლება ყოველი ის წელი, რომელიც იყოფა 4-ზე, გარდა იმ წლებისა, რომელებიც დაბოლოებულია ორი ნულით. ამ კატეგორიაში კი არ შედის წლები, რომლებიც დაბოლოებულია ორი ნულით და იყოფა 400-ზე. მაგალითისთვის, კალენდარს ნაკიანი წელიწადი არ დამატებია 1700, 1800 და 1900 წლებში, მაგრამ დაემატა 2000 წელს. თუ პრაქტიკას მივყვებით 29 თებერვალი არ გვექნება არც 2100, 2200, 2300 და 2500 წლებში, მაგრამ გვექნება 2400 წელს. უახლოეს პერიოდში ნაკიანი წლები იქნება 2028, 2032 და 2036.
რა მოხდება ნაკიანი წელი რომ არ არსებობდეს?
არაფერი კარგი… წელიწადის სეზონები კოსმოსურ და ბუნებრივ მოვლენებს არ დაემთხვეოდა, რადგან როგორც ალაბამას უნივერსიტეტის ფიზიკოსი იუნას ხანი ამბობს, „ნაკიანი წლების გარეშე, რამდენიმე ასეული წლის შემდეგ ზაფხული ნოემბერში გვექნებოდა“.
ვინ დაამკვიდრა ნაკიანი წელიწადი?
მოკლე პასუხია: ის თავისით ჩამოყალიბდა.
უძველესი ცივილიზაციები კოსმოსს ცხოვრების დასაგეგმად იყენებდნენ და არსებობს კალენდრები, რომლებიც ბრინჯაოს ხანით თარიღდება. ისინი ეფუძნებოდა ან მზის ან მთვარის ციკლებს, ისე როგორც დღეს მოქმედი სხვადასხვა კალენდრები, რომლებიც ეყრდნობა ორივეს – მზესა და მთვარეს.
რომის იმპერიის დროს იულიუს ცეზარმა თავისი იულიუსის კალენდარი შემოიღო ჩვენს წელთაღრიცხვამდე 46 წელს. ის მზის კალენდარი იყო და წელიწადს 365,25 დღით ითვლიდა. ამიტომ ოთხ წელიწადში ერთხელ წელიწადს ერთი დღე ემატებოდა. იულიუსის კალენდრამდე, მოკლე პერიოდის განმავლობაში, რომაელებისთვის წელიწადი 355 დღისგან შედგებოდა.
ნასა ამბობს, რომ იულიუსის კალენდარი 0,0078 დღით აღემატებოდა ტროპიკულ წელს. ეს კი წელიწადში 11 წუთი და 14 წამის ცდომილებაა.
იულიუსის კალენდარი იყო მოდელი, რომელსაც დასავლური სამყარო საუკუნეების განმავლობაში იყენებდა. მოგვიანებით პაპმა გრიგოლ მეცამეტემ, მისი კალიბრაცია მოახდინა და მე-16 საუკუნის ბოლოს, ეგრეთწოდებული, გრიგორიანული კალენდარი აამოქმედა. ეს კალენდარი დღესაც გამოიყენება. ის არ არის სრულყოფილი, თუმცა მან შეამცირა სხვაობა წამებში.
რატომ გადაწყვიტა პაპმა ამის გაკეთება? იმიტომ, რომ აღდგომის დღე კალენდარზე დრამატულად იცვლებოდა და ის წუხდა ამაზე. წუხდა იმაზეც, რომ იცვლებოდა აღდგომასთან დაკავშირებული მოვლენები, მაგალითად სულთმოფენობის აღნიშნვა და ა.შ. პაპის სურვილი იყო აღდგომა გაზაფხულის პერიოდში დარჩენილიყო.
ამ მიზნით, პაპმა იულიუსის კალენდარში არსებული ხარვეზები შეცვალა და განსაზღვრა თუ როდის უნდა ყოფილიყო ან არ ყოფილიყო ნაკიანი წელიწადი.
უნდა მოვიწყინოთ თუ არა თუ 29 თებერვალს დავიბადეთ?
29 თებერვალს დაბადებულებთან მიმართებაში ქვეყნებს განსხვავებული მიდგომები აქვთ. თუმცა, ეს ერთგვარი თავის ტკივილია საბუთების თვალსაზრისით, თუ რა თარიღი უნდა ჩაიწეროს დაბადების მოწმობასა თუ მართვის მოწმობაში, იქნება ეს 28 თებერვალი თუ 1 მარტი.
ტექნოლოგიების განვითარებამ ეს პროცესი შედარებით გაამარტივა, თუმცა პრობლემები კვლავ არსებობს. დედამიწაზე მცხოვრები 8 მილიარდი ადამიანიდან მხოლოდ 5 მილიონი ადამიანია დაბადებული 29 თებერვალს. ოფიციალური დოკუმენტაციის გამარტივების მიზნით, 29 თებერვალს დაბადებული ადამიანები ხშირად 28 თებერვალს ან 1 მარტს უთითებენ დაბადების დღედ. ზოგიერთი კი ნაკიან წელიწადში განსაკუთრებულ დღეობას იწყობს.

ასევე დაგაინტერესებთ

პეტრე ცისკარიშვილი – ხმა უნდა მივცეთ იმ ერთიანობას, რომელსაც აქვს ხედვა, გეგმა და საქართველოს წაიყვანს ევროპისკენ, კეთილდღეობისკენ, ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ – უარი უნდა ვუთხრათ სიღარიბეს და იზოლაციას

ზურაბ ჯაფარიძე – მივმართავ ახალგაზრდებს, გავიაზროთ სად ვიმყოფებით, წლების განმავლობაში ბევრი რამ შევძელით, დავიწყეთ საუბარი ევროკავშირთან, ნატო-სთან, თავისუფალი ვაჭრობა გვაქვს, ვიზალიბერალიზაცია, თუმცა ეს ყველაფერი “ ქართული ოცნების” პირობებში საფრთხის ქვეშ დგება