ნათია ჩიქოვანი: მემგონი დაგავიწყდათ ზოგიერთებს და შეგახსენებთ, ეს ის ფეხბურთელები არიან…

ნათია ჩიქოვანი – Animal Project-ის თანადამფუძნებელი:

მემგონი დაგავიწყდათ ზოგიერთებს და შეგახსენებთ, ეს ის ფეხბურთელები არიან, მზია ამაღლობელის, ნინო დათაშვილის, ანასტასია ზინოვკინას და სხვა რეჟიმის პატიმრების ტანჯვა-წამებაზე ხმას რომ არ იღებენ (კარგად მოიძიეთ ინფორმაცია რას უშვებიან ამ ხალხს ციხეში), ეს ის ფეხბურთელები არიან ს რომ დღემდე ინსტაგრამზე ფოტოებს უგულავენ (ბუდუმაც კი იკადრა) და ეს ის ფეხბურთელები არიან ქვეყანა რუსულ რეჟიმთან ბრძოლაში სრულიად მარტო რომ დატოვეს, თვითონ კი მილიონებს შოულობენ, სხვა ქვეყნებში ცხოვრობენ და ნული ინტერესი აქვთ ამ ჯოჯოხეთიდან ამოსვლაში დაგვეხმარონ.
ადამიანმა პრინციპები, ფასეულობები, ღირებულებები და ღირსება თუ დაკარგა, საკუთარ სამშობლოში დიქტატურის დამყარებას ჩუმად თუ უყურებს თან მაშინ, როცა მის სიტყვას ასობით ათას ადამიანზე აქვს გავლენა, აი ეგ ადამიანი მოედანზე ბურთს როგორ აათამაშებს რა ჯანდაბად და ოხრობად მაინტერესებს?
მართლა და მართლა რაღაც ზღვარი ხომ უნდა ჰქონდეს უსამართლობასთან შეგუების დონეებს? უთავმოყვარეობაა ეგ! ვის გულშემატკივრობთ და ვიზე ნერვიულობთ ფეხებზე დაგვიკიდეს უკუნითი უკუნისამდე, გაგვწირეს და კობახიძის საჯიჯგნად დაგვტოვეს, ამას კიდე დამარცვლა რომ სჭირდება მართლა მაგიტომ ვართ იქ, სადაც ვართ!
მხოლოდ ცხოველები მეცოდება ამ ქვეყანაში, დანარჩენი ყველა ყველაფრის ღირსია რაშიც ცხოვრობს!