საგანმანათლებლო სისტემაში არსებულ პროგრამებში შეტანილ ცვლილებებზე, კერძოდ, ისტორიისა და ქართული ლიტერატურის პროგრამებში შეტანილი ცვლილებები თუ რამდენად მართებული, მიზანშეწონილია და ასევე იმაზე, რამდენად საფუძვლიანია ის შიშები, რომელიც ამ თემაზე სოციალურ ქსელში განხილვას მოჰყვა, „ინტერპრესნიუსი“ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საქართველოს ისტორიის ინსტიტუტის ასისტენ-პროფესორს ნათია ფიფიას ესაუბრა.
– ქალბატონო ნათია, საგანმანათლებლო პროგრამებში, ასევე ეროვნული გამოცდების პროგრამებში შეტანილ ცვლილებებზე, განსაკუთრებით ისტორიასა და ქართულში ახლა ყველა საუბრობსრადგან ყველაზე მეტად ისტორიის პროგრამაზე და ისტორიის გამოცდებიდან ამოღებულ თემებზე ისმის კრიტიკა, ისტორიის თემით დავიწყოთ.
თქვენ როგორ შეაფასებდით მომხდარს? რას შეიძლება ეს ცვლილება უკავშირდებოდეს?
– პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ უკანასკნელ წლებში ცვლილება განხორციელდა ერთის მხრივ ეროვნულ სასწავლო გეგმაში, ასევე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მისაღებ ეროვნული გამოცდების პროგრამაში. უკანასკნელ დღეებში ატეხილი აჟიოტაჟი უკავშირდება ეროვნული გამოცდების პროგრამას. პროგრამაში ცვლილებების განხორციელება უკავშირდება ეროვნულ სასწავლო გეგმაში ცვლილებას, გამომდინარე იქიდან, რომ თუ შეიცვალა ის, რაც სკოლაში ისწავლება, უნდა შეცვლილიყო ისიც, რასაც შემდეგ აბიტურიენტი ჩააბარებდა. თავისთავად ეროვნული სასწავლო გეგმის ცვლილება უკავშირდება რეფორმებს, რომლის მიზანია საგანმანათლებლო კუთხით მსოფლიოს საუკეთესო გამოცდილების ადაპტირება ქართულ რეალობასთან, ასევე თანამედროვე გამოწვევების (მაგ. ციფრული და გლობალური მოქალაქეობის) გათვალისწინება და მათი ინტეგრირება პროგრამაში.
ისტორიაში გამოცდების ჩაბარება ახალი სახელმძღვანელოების საფუძველზე უნდა მოხდეს, რაც თავისთავად საკმაოდ დიდი გამოწვევაა, სრულად რომ ჩაბარდეს ის, რაც გათვალისწინებულია სასკოლო პროგრამით, აბიტურიენტს ჯამში 10-11 წიგნის სწავლა მოუწევდა, მაშინ როდესაც შარშანდელ აბიტურიენტს ჯამში 2 წიგნი ჭირდებოდა
ახალი ეროვნული სასწავლო გეგმით ძალიან გაიზარდა ისტორიის სასკოლო პროგრამა, ასევე გაიყო ორ ნაწილად: 1) ისტორია, რომელიც მსოფლიო ისტორიას წარმოადგენს და 2) საქართველოს ისტორია.
რასაკვირველია, მსოფლიო და საქართველოს ისტორიის გაყოფა ორ ცალკე საგნად თავისთავად დავის საგანი იყო სპეციალისტებს შორის და ამაზე ახლაც შეიძლება ვიდავოთ, თუმცა, უნდა ითქვას, რომ საქართველოს ისტორიის სკოლაში სწავლების საკითხი ამ თვალსაზრისით არ დაზარალებულა, პირიქით, პროგრამა ძალიან გაიზარდა, ამ დოზით და ამ მასშტაბებით საქართველოს ისტორია აქამდე სკოლაში არ ყოფილა. ახლა რაც შეეხება მისაღებ გამოცდებს. ისტორიაში გამოცდების ჩაბარება ახალი სახელმძღვანელოების საფუძველზე უნდა მოხდეს, რაც თავისთავად საკმაოდ დიდი გამოწვევაა, სრულად რომ ჩაბარდეს ის, რაც გათვალისწინებულია სასკოლო პროგრამით, აბიტურიენტს ჯამში 10-11 წიგნის სწავლა მოუწევდა, მაშინ როდესაც შარშანდელ აბიტურიენტს ჯამში 2 წიგნი ჭირდებოდა.
ეს თემები ამოღებულია ეროვნული გამოცდების მისაღები პროგრამიდან, მაგრამ ისინი არავის ამოუღია ეროვნული სასწავლო გეგმებიდან, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მისაღებ გამოცდებზე არ ბარდება, მაგრამ სკოლაში მისი სწავლება მაინც სავალდებულოა
– ბევრი წუხს რომ – „ამოღებულია ქართველების ყველა აჯანყება რუსეთის წინააღმდეგ, დატოვეს მხოლოდ 1832 წლის შეთქმულება. ამოღებულია თერგდალეულებისა და ქართველ განმანათლებელთა საქმიანობა, ამოღებულია წითელი რეპრესიები“. კი ამბობენ, საერთო პროგრამებში ეს თემები არისო, მაგრამ, ერთიან ეროვნულ გამოცდებიდან ეს თემები ამოღებულია. გასაგებია, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარებისას ის თემები ამოღებული იქნება, რაზეც წუხს საზოგადოების საკმაოდ დიდი ნაწილი, მაგრამ, ასეთ შემთხვევაში, გამოვა, რომ ჩვენში უმაღლესი განათლების მქონე ახალგაზრდობას ქვეყნის წარსულზე სრულფასოვანი ინფორმაცია არ ექნება?
კი მაგრამ, რატომ? საჭირო აღარაა, ახალგაზრდობამ იცოდეს საუკუნეების მანძილზე მისი საუკეთესო შვილები ვის წინააღმდეგ იბრძოდნენ?
– ეს თემები ამოღებულია ეროვნული გამოცდების მისაღები პროგრამიდან, მაგრამ ისინი არავის ამოუღია ეროვნული სასწავლო გეგმებიდან, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ის თემები, რაზეც დავობს საზოგადოების ნაწილი, მისაღებ გამოცდებზე არ ბარდება, მაგრამ სკოლაში მისი სწავლება მაინც სავალდებულოა.
შესაბამისად, არამც თუ უმაღლესი, საშუალო განათლების მქონე ნებისმიერ ქართველს, ვისაც სკოლის ატესტატი ექნება, ბუნებრივია, ამ თემების შესახებ ინფორმაცია ექნება და ეროვნული სასწავლო გეგმით ისტორიის პროგრამის სიღრმეს და მასშტაბებს თუ გავითვალისწინებთ, ბევრად უფრო სიღრმისეული ინფორმაციაც ექნება.
სიმართლე გითხრათ, ის რომ უფრო საქართველოს ისტორიის საფუძველზე შეედგინათ, კრიტიკის საფუძველი მაინც იქნებოდა, ზოგიერთები ამას ქართული შოვინიზმის აღზევებად და ევროპის ისტორიაზე, გლობალურ მოქალაქეობაზე და ა.შ. სხვა ღირებულებებზე უარის თქმად აღიქვამდნენ
გარდა ამისა, როგორც იგეგმება, სკოლაში დამამთავრებელი გამოცდების დაბრუნების შემდეგ მოსწავლეების გარე შეფასება ამ საკითხებში მაინც მოხდება, შესაბამისად, პერსპექტივაში საქართველოს ისტორიის საკითხების ხარჯზე ნამდვილად არ იგეგმება ისტორიის სწავლების შეცვლა. სხვა საკითხია, რამდენად საჭიროა ერთად ბარდებოდეს საქართველოს და მსოფლიო ისტორია, ამასთან მეტი აქცენტით მსოფლიო ისტორიაზე.
რასაკვირველია, აქ არსებობდა ის არჩევანიც რომ როგორც ეს ორი წარმოადგენს ორ საგანს საშუალო საფეხურზე, ასევე წარმოდგენილი ყოფილიყო ორ საგამოცდო საგნად ეროვნულ გამოცდებზე, მაგრამ ჯერჯერობით რადგან ამასთან დაკავშირებით მიღებულია გადაწყვეტილება, რომ მხოლოდ ისტორიაში მხოლოდ ერთი გამოცდა იწერება, პროგრამა შედგენილია უფრო მსოფლიო ისტორიის სასარგებლოდ. სიმართლე გითხრათ, ის რომ უფრო საქართველოს ისტორიის საფუძველზე შეედგინათ, კრიტიკის საფუძველი მაინც იქნებოდა, ზოგიერთები ამას ქართული შოვინიზმის აღზევებად და ევროპის ისტორიაზე, გლობალურ მოქალაქეობაზე და ა.შ. სხვა ღირებულებებზე უარის თქმად აღიქვამდნენ.
ქართული ლიტერატურის ეროვნული გამოცდების პროგრამას პერიოდულად, ყოველ წელიწადს აკლდებოდა რიგი ნაწარმოებებისა და რიგი ემატებოდა. რატომღაც სოციალურ ქსელებში გავრცელდა ჩამონათვალი იმ ნაწარმოებებისა, რომლებიც ბოლო 7-8 წლის განმავლობაში ნელ-ნელა იქნა ამოღებული და ამ სიაში გაერთიანებული იყო ყველა
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ისტორია მაგალითად ამერიკის შეერთებულ შტატებში ისწავლება და ბარდება სამ საგნად: 1) ამერიკის ისტორია, 2) ევროპის ისტორია, 3) მსოფლიო ისტორია. ევროპაში ისტორია უფრო ცალკეული მონაკვეთების სიღრმისეული სწავლების პრინციპით გამოირჩევა საშუალო საფეხურზე, მაგ. მოსწავლე სწავლობს მხოლოდ XX საუკუნის ისტორიას და სიღრმისეულად, შინაარსთან ერთად კვლევას სწავლობს. ჩემი აზრით, ამის გაკეთება ჩვენთანაც შესაძლებელი იყო.
– საკმაოდ დიდი კამათი მოჰყვა იმაზე მსჯელობას რომ ქართული ლიტერატურის პროგრამიდან საკმაოდ საინტერესო მასალებია ამოღებული, რომელთა უმეტესობა ერის იდენტობის სწორად აღქმის საშუალებას იძლევა.
თუ ისტორიის შემთხვევაში ისტორიის მოცულობა იყო პრობლემა, ქართული ლიტერატურის პროგრამის შემცირება რას უკავშირდებოდა და რას ემსახურება?
– ქართული ლიტერატურის პროგრამაში ცვლილებები ხორციელდებოდა ყოველ წელს, განსხვავებით ისტორიისგან, რომელიც ფუნდამენტურად მხოლოდ წელს შეიცვალა. ქართული ლიტერატურის ეროვნული გამოცდების პროგრამას პერიოდულად, ყოველ წელიწადს აკლდებოდა რიგი ნაწარმოებებისა და რიგი ემატებოდა. რატომღაც სოციალურ ქსელებში გავრცელდა ჩამონათვალი იმ ნაწარმოებებისა, რომლებიც ბოლო 7-8 წლის განმავლობაში ნელ-ნელა იქნა ამოღებული და ამ სიაში გაერთიანებული იყო ყველა. ბუნებრივია, აქ ფილოლოგებსაც არ აქვთ ერთიანი პოზიცია, თუმცა, განსაკუთრებით მძიმედ ჩანს ილია ჭავჭავაძის „განდეგილის“ და ალექსანდრე ყაზბეგის „ხევისბერი გოჩას“ ამოღება.
ქართული ლიტერატურის პროგრამაში ცვლილებების განხორციელება შედარებით ადვილად ხორციელდებოდა ყოველთვის. თუ ისტორიის პროგრამაში საკითხების ჩამონათვალი მეტ-ნაკლებად ყოველთვის ერთნაირი იყო, ქართლი ლიტერატურის პროგრამა ხშირად იცვლებოდა, როგორც წინა, ასევე მოქმედი ხელისუფლების პირობებში
ილიას შემოქმედებაში მსოფლიო მნიშვნელობის და ზოგადსაკაცობრიო პრობლემასთან დაკავშირებული სწორედ განდეგილია, ხევისბერი გოჩაც ასეთი ნაწარმოებია, ცნობილია, რომ მას მსოფლიო ლიტერატურაში რამდენიმე პარალელი აქვს. რამდენადაც ოდიოზურად არ უნდა ჟღერდეს კრიტიკოსებისთვის, ილიას ნაწარმოებებიდან ეროვნულ პრობლემატიკაზე დაწერილი ნაწარმოებები დარჩა და მსოფლიო მნიშვნელობის პრობლემატიკაზე შექმნილი – არა.
– ამ თემაზე „ქართული ოცნებისა“ და „ნაცმოძრაობის“ ღია თუ ლატენტური მხარდამჭერები ერთმანეთს იმას ახსენებენ, რომ სააკაშვილის პრეზიდენტობისას დაიწყო ისტორიისა და ლიტერატურის პროგრამების შემცირება. მოკამათეები ერთმანეთს იმაში სდებენ ბრალს, რომ მაშინ ხმა არავის ამოუღია და ბევრს უკვირს, რატომ გამოიწვია ამ ცვლილებმა ასეთი რეზონანსი.
ბარემ, დავამატებ, მეტ-ნაკლებად ნეიტრალური მხარის წარმომადგენლები კი ასეთ დასკვნას აკეთებენ – რაც სააკაშვილმა დაიწყო, იმას ივანიშვილი აგრძელებს. იგულისხმება სასკოლო პროგრამებიდან ბევრი ისეთი რამის ამოღება, რაც საკმაოდ ძალიან ბევრს ეძვირფასება.
რეალურად რა ხდება და ქართულ ლიტერატურის პროგრამებში ცვლილებები სავარაუდოდ, რას ემსახურება?
– ქართული ლიტერატურის პროგრამაში ცვლილებების განხორციელება შედარებით ადვილად ხორციელდებოდა ყოველთვის. თუ ისტორიის პროგრამაში საკითხების ჩამონათვალი მეტ-ნაკლებად ყოველთვის ერთნაირი იყო, ქართლი ლიტერატურის პროგრამა ხშირად იცვლებოდა, როგორც წინა, ასევე მოქმედი ხელისუფლების პირობებში. ამის მიზეზი მარტივია – ქართული ლიტერატურა ზოგადად ძალიან მდიდარია, ბევრი ახალი ნაწარმოებიც არის შექმნილი და ყველაფერს მოსწავლეს ვერ ასწავლი – საუკეთესო სწორედ ამიტომ იყო დავა ჰაგიოგრაფიის სწავლებასთან დაკავშირებით. ისევ და ისევ ქართული ლიტერატურის სიმდიდრე საშუალებას იძლეოდა ყოველთვის, რაღაც ნაწარმოებები ამოღებული, რაღაც დამატებულიყო.
მაგალითად, გრიგოლ ორბელიანის შემოქმედებიდან დამატებულია „თამარ მეფის სახე ბეთანიის ეკლესიაში“, რომელიც ფილოლოგების შეფასებით, უფრო პატრიოტულია, ვიდრე „საღამო გამოსალმებისა“, რომელიც აქამდე იყო, შესაბამისად, ამ კონკრეტული მაგალითით, შეიძლება ითქვას, უფრო პატრიოტულ მოტივებზეა ხაზი გასმული.
ბუნებრივია, ეს ემსახურება კონკრეტულ ეპოქაში ღირებულებების გადაფასების საკითხს.
ყველა ეპოქას თავისი მოთხოვნებიც აქვს. დღეს მაგალითად, ძმების გრიმების ზღაპრებს მოსწავლეებს ავთენტური ფორმით ვერ ასწავლი, იმიტომ რომ ძალადობრივია. ხვალ შეიძლება ვინმეს თავში აზრად მოუვიდეს, რომ ავთანდილი მოძალადეა და ვეფხისტყაოსნის ტექსტის ნაწილები სასკოლო პროგრამიდანაა ამოსაღები. ოპონენტი იტყვის, რომ პირიქით, საჭიროა ამის სწავლება, რომ მოსწავლემ კარგად გაიაზროს, მაკიაველისტური მიდგომა როდის არის საჭირო ან საერთოდ არის თუ არა საჭირო. სწორედ ამიტომ იცვლება ლიტერატურის პროგრამაც, ის რამდენადმე ერგება ეპოქის გამოწვევებს და მოთხოვნებს.
„ინტერპრესნიუსი“
კობა ბენდელიანი