ნათია ფანჯიკიძე: …მითუმეტეს, რომ ყველაზე გამჭვირვალე დასავლური ფონდების საქმიანობაა, გრანტის თემატიკის ვებგვერდზე გამოცხადებიდან, ხარჯვის აღწერით დასრულებული

“მარტივად ოქროს ხალხო, მარტივად – კანონი რომ ეხებოდეს გამჭვირვალებას, მასში განხილული იქნებოდა მხოლოდ გამჭვირვალება და მხოლოდ გაუმჭვირვალეებთან გაჩნდებოდა კითხვები.
კანონი მიზნად ისახავს არა გამჭვირვალების გაძლიერებას, არამედ “უცხო ქვეყნის ინტერესის გამტარებლად” ადამიანების დანომვრას სსრკ საუკეთესო ტრადიციებში.
კანონი არ აკონკრეტებს პროფესიულ მიმართულებას. მაგალითად, შშმ პირების კეთილდღეობის თემაზე რომ ორგანიზაცია მუშაობს, აღმოჩნდება, რომ ეს თურმე ყოფილა, მაგალითად, ავსტრიელების ინტერესი და არა ქართველების.
კანონი რომ ეხებოდეს გამჭვირვალების გაძლიერებას, არავინ იქნებოდა წინააღმდეგი, მითუმეტეს, რომ ყველაზე გამჭვირვალე დასავლური ფონდების საქმიანობაა, გრანტის თემატიკის ვებგვერდზე გამოცხადებიდან, ხარჯვის აღწერით დასრულებული,” – წერს სოციალურ ქსელში ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე.