ნათია ფანჯიკიძე: გიორგის არცერთი მთავრობის პირობებში ერთხელაც აზრად არ მოსვლია ადამიანების გამორჩევა, პოლიტიკური ან რაიმე სხვა ნიშნით დახარისხება, თანაბრად ღია ჰქონდა კარი ყველასთვის

“გიორგი ის იშვიათი, იდეალური საჯარო მოხელე აღმოჩნდა, რომელმაც უამრავი რამ გააკეთა ბიბლიოთეკისთვის, იმდენად ბევრი პროექტია ჩამოსათვლელი, რაც ვიცი და რამდენი ალბათ არც ვიცი. გიორგის არცერთი მთავრობის პირობებში ერთხელაც აზრად არ მოსვლია ადამიანების გამორჩევა, პოლიტიკური ან რაიმე სხვა ნიშნით დახარისხება, თანაბრად ღია ჰქონდა კარი ყველასთვის, როგორც ეს ნორმალურ ქვეყნებში უნდა იყოს და არავინ ამოიკვეთოს ფეხი რომელიმე საჯარო დაწესებულებიდან რაიმე სახის დისკომფორტის გამო, ან კარი არ მიუჯახუნონ, როგორც არასასურველს, რაც ხშირად ხდება ჩვენს ქვეყანაში, რადგან გააზრებას ცოტა ახერხებს, რას ნიშნავს იყო საჯარო თანამდებობის პირი. ცალკე მისი ღირსებაა, რომ არასდროს გულგრილი არ არის მიმდინარე მოვლენების მიმართ და ყოველთვის ყველა საზოგადოებრივ საკითხზე დაუფარავად გამოხატავს საკუთარ პოზიციას და ბრმად არავის ეთანხმება ყველაფერზე. უამრავჯერ გვითანამშრომლია, რაც ყოველთვის განსაკუთრებით კომფორტულია, იმდენად წყნარად, უცებ და მარტივად იცის ყველა საჭირო საკითხის მოწესრიგება. გიორგისთან ჩაწერილი ყველა ინტერვიუ განსაკუთრებულია, მასთან ერთად კონფერენციაზე გამოსვლა ყოველთვის საინტერესო. ბიბლიოთეკის მთავარ დარბაზში პაციენტების ნამუშევრების ორი დიდი გამოფენა გვაქვს მოწყობილი მისი მხარდაჭერით, მესამედ კი -ს მეორე ლედის, კარენ პენსის თხოვნით გავმართეთ გამოფენა მისი საქართველოში სტუმრობისას. პირადად ყოველთვის იცის ჩემი დამოკიდებულება, მაგრამ ამ შემთხვევაში როგორც საჯარო პირს, საჯაროდაც მინდა მადლობა ვუთხრა იმისთვის, რაც ამდენი წელი ქვეყნისთვის, ბიბლიოთეკისთვის, ცოცხალი და გარდაცვლილი მწერლებისთვის და ყველა ადამიანისთვის აკეთა • Giorgi Kekelidze” – წერს სოციალურ ქსელში ნათია ფანჯიკიძე. 

შეგახსენებთ, რომ ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის პოსტზე ს  შეცვლის. ცოტა ხნის წინ კეკელიძემ დაწერა, რომ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა პოსტის დატოვება მოსთხოვა.
რაც შეეხება კონსტანტინე გამსახურდიას, ის რადიო თავისუფლებას უდასტურებს, რომ ამ პოსტზე ინიშნება.

ასევე დაგაინტერესებთ

ანა ნაცვლიშვილი – კონსტიტუციური წესრიგის ერთადერთი საშუალება ახალი, სამართლიანი არჩევნებია – ამ მოთხოვნის ირგვლივ კოორდინაცია როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გარეთ, კიდევ უფრო ინტენსიურ ეტაპზე გადადის

თინა ხიდაშელი – ეუთო-ს დასკვნა არის კატასტროფული, უკიდურესად ნეგატიური, ძალიან კრიტიკული – არც ერთი პარამეტრი, რომლითაც არჩევნები ფასდება, შეფასებული არ არის, როგორც წარმატებული, დადებითი ან სამართლიანი