ნათია მეზვრიშვილი: შეამჩნევდით, ალბათ, რომ გუშინ ოცნებას და პირადად ივანიშვილს დაშლილი და დასუსტებული ნაცმოძრაობის ხელოვნურად გაცოცხლების მცდელობა ჰქონდა

“შეამჩნევდით, ალბათ, რომ გუშინ ოცნებას და პირადად ივანიშვილს დაშლილი და დასუსტებული ნაცმოძრაობის ხელოვნურად გაცოცხლების მცდელობა ჰქონდა. რატომ? იმიტომ, რომ არაფრის ახლის შემოთავაზება არ შეუძლიათ. როგორც თვითონ დაიწერეს 60%, ისე დაუწერეს ნაცებს 30%. 12 წლის თავზე თურმე ისევ ნაცები ჰყოლიათ დასამარცხებელი, მაგრამ ჯერ არ ეჩქარებათ, ჯერ წინასაარჩევნოდ ხალხი ჰყავთ მოსატყუებელი, რომ თითქოს ნაცებს ებრძვიან. არადა ბიზნესში ერთად არიან, კორუფციულ ფულს ერთად შოულობენ, ოლიგარქიულ ინტერესებს ერთად ინაწილებენ.
ს შემდეგ ოცნება ნაცმოძრაობას დაამთავრებს კი არა, პირველი რასაც ივანიშვილი იზამს, ნაცებთან გარიგება და ძალაუფლების სფეროების გადანაწილება იქნება.
ამიტომ უნდა მისცეთ ხმა ჩვენს პარტიას, რომ ეს კორუმპირებული აფერისტების დაჯგუფება ოცნების სახით არჩევნებში დამარცხდეს,” – წერს სოციალურ ქსელში ნათია მეზვრიშვილი.
.fb-background-color { background: #ffffff !important; } .fb_iframe_widget_fluid_desktop iframe { width: 800px !important; }

ასევე დაგაინტერესებთ

ტობიას კრემერი: რეპორტაჟის თანახმად, საქართველოს ხელისუფლებამ ის წყლის ჭავლში შეურია და არა დამპყრობელი არმიის, არამედ თავისი ხალხის წინააღმდეგ მიმართა: ქალების და ბავშვების, სტუდენტებისა და ექთნების, მუშებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ

იაგო კაჭკაჭიშვილი – პოლიციამ მომიტინგეებს მოსთხოვა, რომ მათ დატოვონ ტროტუარი, აბა რა ვქნათ, ცაში უნდა გავფრინდეთ? ვირტუალური პროტესტი უნდა მოეწყოს სამზარეულოებიდან? სრულად აბსურდთან მივედით