ნათია მეზვრიშვილი: ტყუილია, რომ ვინმე იგებს ვის მიეცით ხმა; ტყუილია, რომ ვინმე იგებს რომელ საათზე წუთზე და წამზე მიეცით ხმა

❌ ტყუილია, რომ ვინმე იგებს ვის მიეცით ხმა;
❌ ტყუილია, რომ ვინმე იგებს რომელ საათზე წუთზე და წამზე მიეცით ხმა;
❗️როცა გინდათ, მაშინ მიდით საარჩევნო უბანზე;
❗️არავის გაატანოთ პირადობის მოწმობა;
❗️არავის აჩვენოთ ბიულეტენი აპარატში მოთავსებამდე. არც ფოტო გადაუღოთ.
ყველა რეგიონიდან მოდის ცნობები რომ:
▪️საჯარო მოხელეებს ოჯახებიანად უბნებზე იბარებენ კონკრეტულ დროს (მაგ.: 12 საათამდე). ატყუებენ, რომ თითქოს გამოცხადების დროის მიხედვით არკვევენ ვის მისცეს ხმა;
▪️ოპოზიციურ ამომრჩევლებს ართმევენ პირადობის მოწმობებს (ზოგს ფულის სანაცვლოდ, ზოგს მუქარით). ეს ხალხი არჩევნებზე ვეღარ მიდის, მათი პირადობით კი ხმას აძლევს სხვა. კარუსელის ახალი მეთოდია.
❗️ყველანაირი გაყალბების გადაზღვევის ერთადერთი გზაა, არჩევნებზე მისვლა!” – წერს სოციალურ ქსელში „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილე, ნათია მეზვრიშვილი.