ნათია მეზვრიშვილი – საქართველოს პროკურატურა, დაიბარეთ პარლამენტის თავმჯდომარე გამოკითხვაზე, გაარკვიეთ რა როლი აქვს შალვა პაპუაშვილს ზონდერების დაცვის ამნისტიის ტექსტის შემუშავებაში

შალვა პაპუაშვილი არჩევნებში დასავლურ ჩარევაზე ერთადერთი მიზნით საუბრობს: გადაფაროს მისი პერსონალური როლი ძალადობრივი წინასაარჩევნო გარემოს შექმნაში, – ასე ეხმაურება პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილე, ნათია მეზვრიშვილი პარლამენტის თავმჯდომარე, ს განცხადებას.
როგორც მეზვრიშვილი განმარტავს, პაპუაშვილს აბარია არჩევნებთან დაკავშირებული დეზინფორმაციის და ტყუილების გავრცელება.
„შალვა პაპუაშვილი არჩევნებში დასავლურ ჩარევაზე ერთადერთი მიზნით საუბრობს: გადაფაროს მისი პერსონალური როლი ძალადობრივი წინასაარჩევნო გარემოს შექმნაში. მას აბარია არჩევნებთან დაკავშირებული დეზინფორმაციის და ტყუილების გავრცელება, შეითავსა მოძალადის როლიც და მისი მუქარის საფუძველზე რეალიზებული ძალადობის გადაფარვასაც დასავლეთის წინააღმდეგ სიცრუის გავრცელებით ცდილობს:
26 ივლისს მან ბრიფინგზე დააანონსა ძალადობრივი წინასაარჩევნო გარემო და დაემუქრა ოპოზიციას ზონდერების ძალადობით. მისი მუქარა განავრცეს „ოცნების“ და მისი სატელიტი „ხალხის ძალის“ დეპუტატებმა;
ამას წინ უძღოდა პაპუაშვილის მიერ 11 ივლისს, მისსავე fb გვერდზე მედიის, არასამთავრობო ორგანიზაციების და აქტივისტების მიმართ სახელობითი მუქარა, საიდანაც დაახლოებით 1 საათში აქტივისტ ბერძენიშვილს ფიზიკურად სასტიკად გაუსწორდნენ;
როდესაც პარლამენტის თავმჯდომარეს ჰკითხეს, რას ფიქრობდა მის მიერ წახალისებულ ამ თავდასხმაზე, ძალადობის დაგმობის ნაცვლად, მან კიდევ უფრო მეტი ძალადობა დააანონსა;
5 აგვისტოს პაპუაშვილის მუქარა რეალიზებული იქნა ბათუმში, როდესაც წინასაარჩევნო კამპანიას ვმართავდით. ადგილზე ორგანიზებულად მივიდნენ „ოცნების“ ზონდერ-აქტივისტები (ზოგიერთი მათგანი ნასვამ მდგომარეობაში) და შეეცადნენ კამპანიის ჩაშლას. პარტიის წევრებმა და მხარდამჭერებმა ამის შესაძლებლობა არ მისცეს და დაატოვებინეს ტერიტორია. გამოძახებული პოლიცია მხოლოდ მას შემდეგ გამოცხადდა, რაც „ოცნების“ ზონდერ-აქტივისტებმა ტერიტორია დატოვეს.
30 ივლისს და 7 აგვისტოს ოფიციალური განცხადებით მივმართე საქართველოს პროკურატურას. თითოეულ განცხადებას თან ერთვის მტკიცებულებები. პარლამენტის თავმჯდომარის ქმედებაში არის სისხლის სამართლის კოდექსის 239 პრიმა მუხლით (ძალადობისკენ მოწოდება) გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები (მეტიც, უკვე რეალიზებული ძალადობა).
მიუხედავად იმისა, რომ პასუხი არ მიმიღია, არც კი ვუშვებ, რომ გამოძიება არ დაწყებულა.
საქართველოს პროკურატურა, დაიბარეთ პარლამენტის თავმჯდომარე გამოკითხვაზე; გაარკვიეთ რა როლი აქვს შალვა პაპუაშვილს ზონდერების დაცვის ამნისტიის ტექსტის შემუშავებაში. ინტერესი აშკარად იკვეთება“, – წერს მეზვრიშვილი.
ამასთან, ის, „დემოკრატიის ფესტივალზეც“ საუბრობს. როგორც ის აღნიშნავს, იმ დროს, როცა „ოცნება“ არჩევნების გაყალბების კომპლექსურ პროცესს აწარმოებს, მინიმუმ უდიდესი შეცდომაა ეს ყველაფერი მისი ორგანიზატორების და მონაწილე ოპოზიციის მხრიდან.
„აქვე ვიტყვი „დემოკრატიის ფესტივალზე“: იმ დროს, როცა „ოცნება“ არჩევნების გაყალბების კომპლექსურ პროცესს აწარმოებს, მინიმუმ უდიდესი შეცდომაა ეს ყველაფერი მისი ორგანიზატორების და მონაწილე ოპოზიციის მხრიდან. არ შეიძლება, „ოცნებას“ აი ამ ტიპის ქმედებებისგან, რაც ზემოთაა აღწერილი, თავის დაძვრენის შესაძლებლობა ექმნებოდეს“,- წერს მეზვრიშვილი.
ინფორმაციისთვის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ “დემოკრატიის ფესტივალის” აქტივობები, თავისი არსით, შეიძლება მივიჩნიოთ საარჩევნო პროცესში უცხოურ ჩარევად, რაც არსად არ იქნებოდა მისაღები, მათ შორის, არც ში“.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს, ყველა პოლიტიკურმა პარტიამ უკვე დაიწყო წინასაარჩევნო კამპანია. ზოგიერთმა მათგანმა კი წესების დარღვევაც, მათ შორის, უცხო ქვეყნიდან დაფინანსებით. მისი განცხადებით, ამ მასშტაბის დარღვევები ქვეყნის შიგნით და გარეთ ყველა შესაბამისი აქტორის მხრიდან შესაბამის განმარტებას საჭიროებს. ხალხი იმსახურებს პასუხს. ყველამ პატივი უნდა სცეს საარჩევნო პროცესის წესებსა და პროცედურებს.

ასევე დაგაინტერესებთ