“სამხარაულის ბიუროს უფროსი კობახიძემ კი არა, ერთ-ერთი კლანის მიერ მხილების ფობიით შეპყრობილმა ივანიშვილმა მოაშორა. ფაქტია, ივანიშვილი დასუსტებულია. ასეთი ნაბიჯები მარცხისთვის განწირულ ხელისუფლებას ახასიათებს,” – წერს სოციალურ ქსელში პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილე, ნათია მეზვრიშვილი.
შეგახსენებთ, რომ მამუკა ჯანგულაშვილი ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსის თანამდებობიდან გათავისუფლდა. შესაბამისი ბრძანება პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გამოსცა.