ნათია მეზვრიშვილი – სამწუხაროა, რომ ლევან გოგიჩაიშვილი ზუსტად იმავე მეთოდებით გახდა თავდასხმის მსხვერპლი „ოცნებისგან”, რა მეთოდებითაც „ნაცმოძრაობა” ებრძოდა

სამწუხაროა, რომ ლევან გოგიჩაიშვილი ზუსტად იმავე მეთოდებით გახდა თავდასხმის მსხვერპლი „ოცნებისგან”, რა მეთოდებითაც „ნაცმოძრაობა” ებრძოდა – ეს არის დამარცხებული პარტიის ქცევა, ამით ამ პარტიას ვერ შეაშინებენ. თმის ღერი ვერ ჩამოუვარდება პარტიის ვერცერთ წევრს,- ამის შესახებ პარტია “გახარია საქართველოსთვის” თავმჯდომარის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა თანაპარტიელ, ლევან გოგიჩაიშვილზე თავდასხმის ფაქტზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ამ მეთოდებს, რასაც „ქართული ოცნება” იყენებს, 2012 წელს “ნაციონალური მოძრაობა”იყენებდა.
„ლევან გოგიჩაიშვილი იყო “ნაციონალური მოძრაობის” წინააღმდეგ გამორჩეული მებრძოლი, დღეს ის “ოცნების” წინააღმდეგ იბრძვის. სამწუხაროა, რომ ლევან გოგიჩაიშვილი ზუსტად იმავე მეთოდებით გახდა თავდასხმის მსხვერპლი “ოცნებისგან”, რა მეთოდებითაც “ნაციონალური მოძრაობა” ებრძოდა. ეს არის “ოცნებასა” და “ნაციონალურ მოძრაობას” შორის ტოლობის ნიშანი. 20 ადამიანი თავს დაესხა ერთ ადამიანს დღისით, მზისით, მოწმენდილ ცაზე პოლიტიკური ნიშნით. იცოდნენ ვინ იყო, ატარებდა პარტიის ნიშანს, 25 ნომერს და ამის გამო დაესხნენ თავს.
ეს თან სდევს ივანიშვილის მუქარას, ჩვენი პარტიის ლიდერების მისამართით. ეს მუქარა სისრულეში იქნა დღეს მოყვანილი. ძალიან ცდებიან, თუ ფიქრობენ რომ ამ პარტიას, მითმეტეს ასეთ მებრძოლ ადამიანს შეაშინებენ იმ ადამიანით, რომელიც კოლბით გადაადგილდება და ჩაწერილი ტაშით, მხდალი ბიჭბუჭები ახვევია გარშემო, რომელსაც მუქარის გარდა არანაირი პოზიტიური დღის წესრიგის შექმნის რესურსი არ აქვთ. ეს არის დამარცხებული პარტიის ქცევა, ამით ამ პარტიას ვერ შეაშინებენ. თმის ღერი ვერ ჩამოუვარდება პარტიის ვერცერთ წევრს. 26 ოქტომბერს გაფორმდება მათი მარცხი, როგორც „ნაციონალური მოძრაობის” მარცხი გაფორმდა 1-ელ ოქტომბერს”, – აღნიშნა მეზვრიშვილმა.
ინფორმაციისთვის, პარტია “გახარია საქართველოსთვის” ერთ-ერთ ლიდერს, ლევან გოგიჩაიშვილს თბილისის მეტროსადგურ “პოლიტექნიკურთან” თავს დაესხნენ.
პარტიის ინფორმაციით, პოლიტიკოსი ტელეკომპანია „პალიტრანიუსის” გადაცემაში მონაწილეობისთვის მიდიოდა, როდესაც მას ორ ათეულამდე უცხო ახალგაზრდა კაცი თავს დაესხა.

ასევე დაგაინტერესებთ