ნა­თია მეზვრიშ­ვი­ლი: პრო­კუ­რა­ტუ­რამ არა­ერ­თი ადა­მი­ა­ნი გა­ა­უ­ბე­დუ­რა ბოლო დროს, გა­ხა­რია რა მო­სა­ტა­ნია. მაგ­რამ …

“გა­ხა­რია ოც­ნე­ბის ერ­თა­დერ­თი პო­ლი­ტი­კუ­რი თა­ნამ­დე­ბო­ბის პირი იყო, რო­მე­ლიც არ იყო კო­რუმ­პი­რე­ბუ­ლი და სძულ­და ნე­პო­ტიზ­მი”, – ამის შე­სა­ხებ ექ­სპრე­მი­ერ გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას გუნ­დის წევ­რი, ნა­თია მეზვრიშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს.

ნა­თია მეზვრიშ­ვი­ლი:

“ერთ დღე­ში ორი პა­ტიმ­რო­ბა სა­ხელ­მწი­ფო ინ­ტე­რე­სე­ბის ყო­ველ­თვის და ყვე­ლა­ფერ­ზე (პი­რად­ზე, ოჯახ­ზე, მე­გობ­რებ­ზე) წინ და­ყე­ნე­ბის­თვის.

  • გა­ხა­რია ოც­ნე­ბის ერ­თა­დერ­თი პო­ლი­ტი­კუ­რი თა­ნამ­დე­ბო­ბის პირი იყო, რო­მე­ლიც არ იყო კო­რუმ­პი­რე­ბუ­ლი და სძულ­და ნე­პო­ტიზ­მი.

ამ ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის გამო აღ­მოჩ­ნდა სა­ხელ­მწი­ფოს მო­ღა­ლა­ტე, ან­ტი­ე­როვ­ნულ და კო­რუმ­პი­რე­ბულ ოც­ნე­ბას­თან შე­უ­თავ­სე­ბე­ლი და ამ ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის ერ­თგუ­ლე­ბა მი­იყ­ვანს გა­მარ­ჯვე­ბამ­დე. სრუ­ლი­ად უცხო ადა­მი­ა­ნი გა­სა­უბ­რე­ბით დამ­ნიშ­ნა მო­ად­გი­ლედ. ასე პო­უ­ლობ­და კად­რებს. ისე წა­ვი­და თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან, არა­ფე­რი წა­უ­ღია. სა­ერ­თოდ არა­ფერს ჰქონ­და მის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ბა სა­ხელ­მწი­ფო საქ­მის კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რად კე­თე­ბის გარ­და.

ამ ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის ადა­მი­ა­ნის გა­ტეხ­ვა წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია. მხო­ლოდ ის და­პა­ტა­რა­ვე­ბუ­ლი “ადა­მი­ა­ნე­ბი“ მე­ცო­დე­ბი­ან, რომ­ლე­ბიც გუ­შინ ბუ­ზე­ბი­ვით ეხ­ვივ­ნენ და ახლა აორ­თქლე­ბუ­ლე­ბი არი­ან, მე­ტიც მის წი­ნა­აღ­მდეგ მოწ­მე­ე­ბად გვევ­ლი­ნე­ბი­ან. თქვე­ნი ად­გი­ლი არც მა­შინ იყო მის გარ­შე­მო (ეს იყო მისი ერ­თა­დერ­თი შეც­დო­მა) და არც მო­მა­ვალ­ში იქ­ნე­ბა.

პრო­კუ­რა­ტუ­რამ არა­ერ­თი ადა­მი­ა­ნი გა­ა­უ­ბე­დუ­რა ბოლო დროს, გა­ხა­რია რა მო­სა­ტა­ნია. მაგ­რამ მა­ინც – გავ­რცე­ლე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბის, კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის და ყვე­ლაფ­რის, მე შემ­რცხვა, ძა­ლი­ან შემ­რცხვა, რო­გორც თქვენს ყო­ფილ კო­ლე­გას”, – წერს ნა­თია მეზვრიშ­ვი­ლი.

ცნო­ბის­თვის, თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ ყო­ფილ პრე­მი­ერ-მი­ნისტრს, პარ­ტია “გა­ხა­რია სა­ქარ­თვე­ლოს­თვის“ ლი­დერს, გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას ე.წ. ჩორ­ჩა­ნას ეპი­ზოდ­ზე და 20 ივ­ნი­სის აქ­ცი­ის საქ­მე­ზე აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა და­უს­წრებ­ლად შე­უ­ფარ­და.

ასევე დაგაინტერესებთ

მირიან ივანაძე: სანამ განათლების სამინისტრო და ბიუროკრატიული აპარატი იმაზე ფიქრობს, თუ რა ფერის ჰალსტუხი უნდა ეკეთოს მოსწავლეს და რა უშინაარსო სურათი უნდა დახატოს ისტორიის წიგნის გარეკანზე, რეალური სამყარო სინათლის სიჩქარით მიიწევს წინ და გვტოვებს შუა საუკუნეების წყვდიადში