ნათია მეზვრიშვილი: პირველი არხი სასწრაფოდ აიღეთ ეგ ეთერი. სახალხო დამცველად წოდებულმა უამრავი მოწყვლადი ადამიანის სიცოცხლე დააყენა საფრთხის ქვეშ

“ახლა ვნახე ლევან იოსელიანის ეთერი. პირველი არხი სასწრაფოდ აიღეთ ეგ ეთერი. სახალხო დამცველად წოდებულმა უამრავი მოწყვლადი ადამიანის სიცოცხლე დააყენა საფრთხის ქვეშ. არანაირი უფლება არ აქვს ამ კაცს ეს პოსტი ეკავოს. მისი ამ თანამდებობაზე ყოფნას ცუდი მეტი მოაქვს, ვიდრე კარგი. ელემენტარული სინდისი რომ ჰქონდეს, გადადგებოდა. დიდი იმედი მაქვს, სახალხო დამცველის აპარატი გაემიჯნება. არ შეიძლება სახალხო დამცველად იჯდეს ადამიანი, ვისაც ადამიანის უფლებების დაცვის რწმენა არ აქვს და თავი ისევ რომელიღაცა პარტიის წევრი ჰგონია,” – წერს სოციალურ ქსელში ნათია მეზვრიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

იერუსალიმისა და სრულიად პალესტინის პატრიარქი თეოფილე III ილია მეორის გარდაცვალების გამო მეუფე შიოს სამძიმრის წერილს უგზავნის – რეგიონში საომარი მდგომარეობის გამო პირადად დასწრებას ვერ ვახერხებთ, რის გამოც ვაგზავნით ჩვენს წარმომადგენელს

რუსუდან ფეტვიაშვილი – პატრიარქისთვის გაერთიანებული საქართველო იყო უპირველესი, სულ ამბობდა: ერთიანობა, კონსენსუსი, ურთიერთგაგება – მან ერთხელ თქვა: როცა გაგიჭირდებათ და აღარ ვიქნები, შეგიძლიათ მომმართოთ, როგორც ცოცხალს და თხოვნას შევასრულებ