ნათია მეზვრიშვილი – „ოცნების“ დეპუტატები და ზონდერები ზეწოლას ახდენენ საჯარო მოხელეებზე, რომ ხმა „ოცნების“ სასარგებლოდ მისცენ – ვანის პოლიციის უფროსის მხრიდან განხორციელებულ ზეწოლაზე პროკურატურას მივმართეთ

„ოცნების“ რეგიონული კლანების სქემას წარმოგიდგენთ. ეს ადამიანები საჯარო მოხელეებზე ზეწოლას ახდენენ, რომ მათ და მათმა ოჯახის წევრებმა ხმა „ოცნების“ სასარგებლოდ მისცენ, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა.
როგორც ის განმარტავს, „ოცნების“ წარმომადგენლები ადამიანებს ატყუებენ, თითქოს, ხმის მიცემა ფარული არ არის და მათ შეუძლიათ გაიგონ, თუ ვისზე გააკეთებენ არჩევანს.
„ოცნების“ რეგიონული კლანების სქემას წარმოგიდგენთ. ესენი არიან „ოცნების“ დეპუტატები, ზონდერები და აქტივი. ეს ადამიანები ზეწოლას ახდენენ საჯარო მოხელეებზე, რომ მათ და მათმა ოჯახის წევრებმა ხმა „ოცნების“ სასარგებლოდ მისცენ. ისინი ატყუებენ მოხელეებს, თითქოს, ხმის მიცემა ფარული არ არის და თითქოს, „ოცნებას“ შეუძლია გაიგოს ვინ-ვის გააფერადებს. მოხელეებს ფიქსირებულ დროის მონაკვეთს ეუბნებიან, როცა ისინი უბანზე უნდა გამოცხადდნენ. სქემა მცხეთა-მთიანეთის, აჭარის და კახეთს მაგალითზე გავაკეთეთ, ამ სქემების წარმოდგენას ვაგრძელებთ და არჩევნებამდე გაჩვენებთ. აქ არიან „ოცნების“ ე.წ. დელეგატები, სინამდვილეში კორუმპირებული ფეოდალები. მაგალითად, – მთელი სქემაა, ეს ადამიანები, რომელთაც სხვადასხვა თანამდებობები უკავიათ, უშუალოდ ახორციელებენ საჯარო მოხელეებზე ზეწოლას, შტაბებში იბარებენ, მათ მხარდამჭერთა სიებს აგროვებინებენ. ხუნდაძის გარდა, რამდენიმე ზონდერია, მაგალითად, გია ჯიქია ქსანი-ციხისძირის მაჟორიტარია. გახსოვთ ალბათ, ლია ყოჩიშვილზე მკვლელობის მცდელობა რომ განხორციელდა, მანქანას აჯახებდნენ, იქ იმყოფებოდა გია ჯიქია.
აჭარის მაგალითი ძალიან შთამბეჭდავია, დაკომპლექტებულია „ნაციონალური მოძრაობის“ ზონდერებით, რომლებიც „ოცნებამ“ გადმოიბარა, ანუ ის ადამიანები, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობდნენ ძალადობებში. კახეთი გურამ მაჭარაშვილს აბარია – „ხალხის ძალადან“, აქაც ნათესაური კავშირების სქემაა წარმოდგენილი.
ვანში, ჩვენი შტაბის უფროსის, გიორგი სვანაძის მიმართ პოლიციის უფროსის მხრიდან მუქარა განხორციელდა, რომ ს შემდეგ მას გაუსწორდებოდა, თუ პოლიტიკურ საქმიანობას არ შეწყვეტდა. პოლიციის უფროსი ირაკლი ლორთქიფანიძე გახლავთ, აღნიშნულზე დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურას მივმართეთ. ამასთან, მესტიის „ქეისზე“ გვაქვს -ში საჩივარი შეტანილი, შორენა გვარლიანს ინტერესთა კონფლიქტი აქვს, ეს ილუსტრაციაა იმისა, თუ რა ხდება რეგიონებში. ერთდროულად ორი თანამდებობა უკავია“, – განაცხადა მეზვრიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვაშაძე ჰელსინკის კომისიის დასკვნაზე – ყველა ასეთი განცხადება მკაფიო პოზიციაა, რომ „ქართულ ოცნებასთან“ საუბარს არავინ აღარ აპირებს, დამთავრდა, გამოაბუნძულეს, მასთან ურთიერთობა დაასრულეს