“თაღლითების, აფერისტების და მატყუარების დაჯგუფების მორიგ განცხადებას მინდა გამოვეხმაურო:



დღევანდელი ტყუილებით გაჯერებული განცხადება ხალხის შეურაცხყოფაა. დამარცხებული ხელისუფლება, რომლის სიტყვის ფასი ნულია, რომელიც ერთს ამბობს და მეორეს აკეთებს, რომლისთვისაც პოზიციების ცვლილება რჯულზე უმტკიცესია, უშვებს, რომ ამ ყველაფერს ხალხი დაიჯერებს.
მხოლოდ ამ შეურაცხყოფის გამო უნდა მიხვიდეთ არჩევნებზე და ხმა ოცნების წინააღმდეგ მისცეთ.
ხო მართლა, ქართული ოცნება / Georgian Dream ნაცმოძრაობის დამნაშავე მაღალჩინოსნები რომ ჩამოთვალეთ გავასამართლეთო. თქვენ კი არ წარადგინეთ მართლმსაჯულების წინაშე, არამედ მე და ჩემნაირმა მოხელეებმა. თქვენს ნებაზე რომ ყოფილიყო, იმას ვიხილავდით, რასაც ახლა სააკაშვილის პროცესზე ვხედავთ,” – წერს სოციალურ ქსელში პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილე, ნათია მეზვრიშვილი.