ნათია მეზვრიშვილი: კობახიძე ძალიან აქტიურად მუშაობს, მათ შორის, ივანიშვილის წინააღმდეგ

საზღვარგარეთ რომ დაიარება ხოლმე, ძალიან აქტიურად მუშაობს, მათ შორის, ივანიშვილის წინააღმდეგ” – ამის შესახებ განცხადება პარტია “საქართველოსთვის” წევრმა, ნათია მეზვრიშვილმა “პოლიტიკური ამბების” ეთერში გააკეთა.

ყოფილი პრემიერის გუნდის წევრის თქმით, ა სწორედ ის ადამიანი, რომელიც “ივანიშვილის წინააღმდეგ ჩვენებას პირველი მისცემს“.

ს ყველაზე მეტად ეშინია ხალხის. ჩვენ ეს ვნახეთ შარშან მარტში, როდესაც იძულებული გახადა, რომ უკან დაეხია. ახლა მათ უკან წასასვლელი აღარ აქვთ. სულ უფრო მეტი სიგიჟე უნდა გააკეთონ და ახალთახალი სერიები უნდა შემოგვთავაზონ გლობალური ომის პარტიის. კობახიძეს ვუსმენდი გუშინ და ჩვენება შეცვალა 100 პროცენტით. ორი დღის წინ ამბობდა, რომ ვარჰეი მე მემუქრებოდაო და ახლა, როგორც ჩანს, შიშმა ისე აიტანა, იფიქრა, რომ ამ წინასაარჩევნოდ ივანიშვილმა რაღაც არ მომწიოსო და გადათქვა. ის იქნება პირველი, რომელიც დაჯდება და ივანიშვილის წინააღმდეგ ჩვენებას მისცემს. არც ახლა აკლებს. საზღვარგარეთ რომ დაიარება ხოლმე ძალიან აქტიურად მუშაობს, მათ შორის, ივანიშვილის წინააღმდეგ. ის არის “ოცნების” ყველაზე მშიშარა წარმომადგენელი. ის არის მკადრებელი ყველაფრის და დარწმუნებული ვარ, ივანიშვილმაც იცის, რამხელა რისკის მატარებელია”, – ამბობს მეზვრიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

გიგი წერეთელი – უვიზო მიმოსვლის გაუქმება შეიძლება უახლოეს პერიოდში გადაწყვეტილების საკითხი იყოს ევროკავშირში – დისკუსია დაწყებულია და ამა თუ იმ შედეგით დასრულება, საქართველოში არსებულ ვითარებაზეა დამოკიდებული

მეუფე იაკობი – მინდა, ამ მონასტრის [ბოდბის] დედა და დები დავლოცო – ებრძვიან ხოლმე ლაჩრები, ხან ტელევიზია გამოვარდება, თუ მომხვდნენ ხელში, ვერ გადამირჩებიან, პატრონები ვერ უშველიან ჩემთან, ნახავენ უფლის ძალას