ნათია მეზვრიშვილი: …და ამაში რეჟიმთან ერთად შერატონი იქნება მონაწილე

“შერატონმა გახარიაზე თავდასხმაში თანამონაწილეობის და მტკიცებულებების განადგურების ახალი რეკორდი მოხსნა. ამ დრომდე არ გვაძლევდნენ კადრებს. მენეჯერი ირწმუნებოდა, რომ არსებობს და ასლი მათთან შენახული იქნებოდა მაშინაც კი, თუ განჩინებით გამოძიება წაიღებდა. ამ დრომდე ჩვენს წარმომადგენლებს დროს შეგნებულად უჭიანურებდნენ.
რა თქმა უნდა, ეჭვი გვქონდა, რომ გამოძიებასთან ლაგდებოდნენ და შესაძლოა სერვერებიანად გაეტანებინათ და ეთქვათ, რომ აღარ აქვთ. ასეც მოხდა. რამდენიმე წუთის წინ გვითხრეს, რომ ასლი აღარ აქვთ 🙂, გამოძიებას სერვერებიანად გაატანეს. ეს ხდება მას შემდეგ, რაც გამოძიება პრაქტიკულად გვემალება გახარიას გამოკითხვაზე, რისი სურვილიც გუშინ გამოვხატეთ. ჯერ -ს გამომძიებელმა ზუსტად 3 საათი გვალოდინა პასუხზე გამოკითხავდნენ თუ არა. 3 საათის თავზე ვიგებთ, რომ საქმე პროკურატურას წაუღია. პროკურორს ვუფიქსირებთ იგივე მოთხოვნას. ველოდებით დილამდე. დღეს დილით პროკურორი იკარგება და ახლახანს დღეს აღებული განჩინებით მირბიან შერატონში ჩანაწერების პრაქტიკულად გასატაცებლად.
შერატონის მომხმარებლებმა უნდა იცოდნენ, რომ მათი პერსონალური ინფორმაცია უდიდეს საფრთხეშია. ვინჩესტერით კადრების გატანების არანაირი მიზეზი არ არსებობდა, გარდა ერთისა – განადგურება-ფალსიფიკაცია და ამაში რეჟიმთან ერთად შერატონი იქნება მონაწილე,” – წერს სოციალურ ქსელში ნათია მეზვრიშვილი სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ

ოლექსი რეზნიკოვი – ზელენსკის აქვს განსაკუთრებული ქარიზმა, ქიმია, დაარწმუნოს პრემიერ-მინისტრები, პრეზიდენტები, მეფეები და მსოფლიოს სხვა ლიდერები, მოუსმინონ და პატივი სცენ – უკრაინას ძალიან გაუმართლა!

ოლექსი რეზნიკოვი – ოვალურ კაბინეტში ცნობილი შეხვედრის დროს დონალდ ტრამპმა თავი შუამავლად მოიხსენია – თუ მან ეს როლი აირჩია, რატომ უნდა ვაცნობოთ შუამავალს, უკრაინა რის გაკეთებას აპირებს?

ვოლოდიმირ ზელენსკი – ამერიკას, ევროპას და ყველას მთელ მსოფლიოში შეუძლია ერთად შეაჩეროს ეს ომი რუსეთზე ზეწოლით – თუ ვინმე ზეწოლას არ ახდენს და ომს მეტ დროს აძლევს სიცოცხლის შესაწირად, ეს თანამონაწილეობა და პასუხისმგებლობაა