ნათია მეზვრიშვილი: „გლობალური ომის პარტიის“ ახალ სერიებსაც ვიხილავთ

“ახლახანს დასრულდა -ს სენატში მოსმენა ოქტომბრის არჩევნებზე. იგეგმება უპრეცედენტო დაკვირვება იმისთვის, რომ „ოცნებამ“ არჩევანი არ მოგვპაროს.
შესაბამისად, „ოცნების“ მხრიდან დეზინფორმაცია, რომ თითქოს აშშ, სადამკვირვებლო ორგანიზაციების მეშვეობით, საქართველოში რევოლუციას აწყობს, გაიზრდება. „გლობალური ომის პარტიის“ ახალ სერიებსაც ვიხილავთ.
„ოცნება“ ამას აკეთებს ორი მიზნით: მიაღწიოს გაყალბებული არჩევნების სახალხო ლეგიტიმაციას და გადაფაროს ოქტომბრის არჩევნებში რუსული ჩარევის რეალური საფრთხეები (შეგახსენებთ ს დაზვერვის სამსახურის განცხადებას).
რა თქმა უნდა, „ოცნება“ ეცდება მოგვატყუოს, მაგრამ ფაქტია, პარტნიორები ხალხს და ქვეყანას გვეხმარებიან. ჩვენ ათჯერ მეტი უნდა გავაკეთოთ არჩევნების დასაცავად. ამაზე მნიშვნელოვანი საქმე ახლა არ გვაქვს,” – წერს პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნათია მეზვრიშვილი სოციალურ ქსელში.