ნათია მეზვრიშვილი: „გლობალური ომის პარტიის“ ახალ სერიებსაც ვიხილავთ

“ახლახანს დასრულდა -ს სენატში მოსმენა ოქტომბრის არჩევნებზე. იგეგმება უპრეცედენტო დაკვირვება იმისთვის, რომ „ოცნებამ“ არჩევანი არ მოგვპაროს.
შესაბამისად, „ოცნების“ მხრიდან დეზინფორმაცია, რომ თითქოს , სადამკვირვებლო ორგანიზაციების მეშვეობით, საქართველოში რევოლუციას აწყობს, გაიზრდება. „გლობალური ომის პარტიის“ ახალ სერიებსაც ვიხილავთ.
„ოცნება“ ამას აკეთებს ორი მიზნით: მიაღწიოს გაყალბებული არჩევნების სახალხო ლეგიტიმაციას და გადაფაროს ოქტომბრის არჩევნებში რუსული ჩარევის რეალური საფრთხეები (შეგახსენებთ ს დაზვერვის სამსახურის განცხადებას).
რა თქმა უნდა, „ოცნება“ ეცდება მოგვატყუოს, მაგრამ ფაქტია, პარტნიორები ხალხს და ქვეყანას გვეხმარებიან. ჩვენ ათჯერ მეტი უნდა გავაკეთოთ არჩევნების დასაცავად. ამაზე მნიშვნელოვანი საქმე ახლა არ გვაქვს,” – წერს პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნათია მეზვრიშვილი სოციალურ ქსელში.