ნათია მეზვრიშვილი: ანუ, ახალგაზრდა, მშრომელი, პატიოსანი კაცი სახელმწიფომ ჯერ სცემა, შემდეგ ნაცემი მიატოვა და მასზე თავდამსხმელებსაც სათანადოდ არავინ დასჯის

“გუშინ „გლოვო“-ს კურიერს თავს შეიარაღებული პირები დაესხნენ. შეკვეთით უკმაყოფილო 8 ადამიანმა კურიერი სცემა და ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა. შემდეგ დაჭრილ დაზარალებულს საავადმყოფო არ იღებდა. რამდენიმე კვირის წინ 19 წლის ახლგაზრდა უბნის „მაყურებლებმა“ ცემით მოკლეს.
ამ უმძიმესი დანაშაულების მთავარი ბრალდებული რა თქმა უნდა, ოცნებაა. ამ დონის კრიმინალური განუკითხაობა მისი ძალადობრივი პოლიტიკის ლოგიკური შედეგია. კრიმინალები ხედავენ, რომ ხელისუფლება მოძალადეებს კი არ სჯის, თავად ძალადობს, მათ შორის, ზონდერებით. შესაბამისად, ისინიც ძალადობენ. კორუფცია და ნეპოტიზმი კი იმ მასშტაბებს აღწევს, რომ „პატრონის“ გარეშე, სახელმწიფოსგან რაც გეკუთვნის, ვეღარაფერს იღებ.
ანუ, ახალგაზრდა, მშრომელი, პატიოსანი კაცი სახელმწიფომ ჯერ სცემა, შემდეგ ნაცემი მიატოვა და მასზე თავდამსხმელებსაც სათანადოდ არავინ დასჯის.
ეს მძიმე კრიმინალური რეალობა და უსამართლობა უნდა შევცვალოთ ოქტომბერში,” – წერს სოციალურ ქსელში ნათია მეზვრიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

ვახტანგ გომელაური ზვიად ხარაზიშვილის და მილერი ლაგაზაურის დასანქცირებაზე – ძალიან კარგად ვუხდით, ჩვეულებრივად იღებენ ხელფასს – ბანკში მარტო ვიზა ბარათებია, სხვა ბარათები არ არსებობს?