ნათია ლაზაშვილმა 2024 წელს, ხელფასის სახით 195 975 ლარი აიღო

პროსამთავრობო ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საინფორმაციო გადაცემა „კურიერის“ წამყვანმა ნათია ლაზაშვილმა 2024 წელს, ხელფასის სახით 195 975 ლარი აიღო.
ნათია ლაზაშვილის ხელფასის შესახებ ინფორმაცია მისი მეუღლის, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრის, გიორგი ფრუიძის დეკლარაციაშია მითითებული. გიორგი ფრუიძემ ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია 2025 წლის 28 მაისს ჩააბარა.
ნათია ლაზაშვილი „რუსთავი 2“-ში 2019 წელს დაბრუნდა. მანამდე, 2018 წელს, ის საქართველოს პროკურატურის მრჩეველი იყო სტრატეგიული კომუნიკაციების საკითხებში. ამავე წელს ლაზაშვილი მთავრობის ადმინისტრაციაში კომუნიკაციის დეპარტამენტის შტატგარეშე მოსამსახურედ მუშაობდა.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კალაძე – „ვარკეთილის“ მეტროს ფუნქციონირება შეზღუდული იყო იმ სამუშაოების გამო, რაც ჩატარდა, ძირითადად, ეს იყო მოსაცდელში არსებული თაღის ჭერის გამაგრება, შესაბამისი ხსნარებით და ბეტონით – რეაბილიტაცია წლის ბოლოსთვის დასრულდება

კახა კალაძე – პრემიერის კაბინეტში მუქარა, შანტაჟი და შეურაცხყოფა მიდიოდა, რომ ქვეყანაში მეორე ფრონტი გაგვეჩაღებინა – იყო დაპირებები: ჩვენ ყველაფრით დაგეხმარებით, შესაბამისი ტექნიკით იქნებით უზრუნველყოფილი და ასე შემდეგ