ნათია კუპრაშვილი – რაც მზია ამაღლობელთან დაკავშირებით გააკეთეს ბათუმში, იმას უკეთებენ მთლიანად ქვეყანას, პროვოცირებენ საზოგადოებას, რომ სილა გააწნას, მერე კი სამაგალითოდ დასაჯონ – „ოცნება“ მუშაობს დიქტატურის გაფორმებაზე

რაც მზია ამაღლობელთან დაკავშირებით გააკეთეს ბათუმში, იმას უკეთებენ მთლიანად ქვეყანას. პროვოცირებენ საზოგადოებას, რომელიც პროტესტზეა იმისათვის, რომ საზოგადოებამ სილა გააწნას და შემდეგ სამაგალითოდ დასაჯონ , – ამის შესახებ „რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის“ დირექტორმა, ნათია კუპრაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე“ განაცხადა.
ნათია კუპრეიშვილის განცხადებით, „ქართული ოცნება“ ძალიან მწყობრი ნაბიჯებით მუშაობს დიქტატურის გაფორმებაზე“.
„არაფერი მოულოდნელი არ იყო იმაში, რაც ბათუმში მოხდა. ყველამ ვიცოდით, რომ „ბათუმელები“ იყო სამიზნე. ჩვენ დიდი ხანია ვსაუბრობთ, რომ მედიები არიან სამიზნე, ჩემმა კოლეგებმა იციან სიები, ვინ არის საცემი, დასაჭერი, ვის რა უნდა გაუკეთონ. ჩვენ ვხედავთ, რომ „ოცნება“ მუშაობს დიქტატურის გაფორმებაზე, ამას აქვს ძალიან მწყობრი ნაბიჯები, ზუსტად იცის, რას აკეთებს და მიყვება ამ მწყობრ ნაბიჯებს.
მე აღარ მგონია, რომ წყვეტდეს რამეს, მე მგონია, რომ კრემლს აქვს თავიდან ბოლომდე აღებული მართვა იმისა, რაც ხდება ახლა ქვეყანაში. შიგნით უკვე აღარ მიიღება გადაწყვეტილებები. მზია ამაღლობელთან დაკავშირებით რაც გააკეთეს ბათუმში, იმას უკეთებენ მთლიანად ქვეყანას. პროვოცირებენ საზოგადოებას, რომელიც პროტესტზეა იმისათვის, რომ მერე ამ საზოგადოებამ სილა გააწნას და შემდეგ სამაგალითოდ დასაჯონ. საბოლოო ჯამში კი დაამყარონ ის, რისი დამყარებაც უნდათ, ანუ ამ ქვეყნის კრემლისგან სრული კონტროლი,სრული დიქტატურა. ბათუმში იყო მინი მოდელი, რასაც აპირებენ. გამოუშვეს ადამიანი გარეთ, დაუჭირეს ახლობლები, აგინეს, ყველაფერი აკადრეს და შემდეგ თურმე სილა გააწნა მზიამ მარცხენა ხელით.
პოლიციელის მუნდირში ჩაცმული ადამიანი რომ გამოგიშვებს იმისთვის, რომ შენი ახლობელი გვერდით დაგიკავოს, მერე რომ გაგინებს, არ ცემ, ვინმე ხელს არ შეაბრუნებს? – მე მსგავს სიტუაციაში ვყოფილვარ ს დროს, როცა ვიცე-გუბერნატორი ასე მიწყობდა პროვოკაციებს და იქ რომ არ აღმოჩენილიყო ჩემი ქმარი,მეც დავარტყამდი ხელს. ისეთი მომზადებულები იყვნენ, იმ წუთას აღძრეს საქმე ჩემს წინააღმდეგ, როცა მკლავდა ის ადამიანი.
ქალები ურტყამენ ხელს, შუშანიკმა სახეში შეალეწა ჭიქა ჯოჯიკის სახლობას, ხოლო მარიამ დედოფალმა ლაზარევს ხანჯალი გაუყარა და მერე ტყვიაც დაახალაო ამბობენ. ეს არის ქართველი ქალის მოქცევა, როცა ვიღაცას უნდა, რომ ღირსება აგყაროს“, – განაცხადა ნათია კუპრაშვილმა.
ინფორმაციისთვის, ს საქალაქო სასამართლომ „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელს, მზია ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე, ნინო სახელაშვილმა მიიღო.
მზია ამაღლობელს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით აქვს წაყენებული, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. მზია ამაღლობელი, ბათუმში, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან აქციის დროს თავდაპირველად ადმინისტრაციული წესით დააკავეს, დაახლოებით ორ საათში გამოუშვეს. გათავისუფლებიდან რამდენიმე წუთში კი, ის სამმართველოსთან კვლავ დააკავეს.