ნათია თურნავა – ჩვენ შევიძინეთ 500 მლნ ღირებულების ოქრო იმ დროს, როცა ფასი იყო გაცილებით დაბალი, მას შემდეგ ფასი გაიზარდა

ჩვენ შევიძინეთ 500 მლნ ღირებულების ოქრო იმ დროს, როცა ფასი იყო გაცილებით დაბალი, მას შემდეგ ფასი გაიზარდა, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, ნათია თურნავამ პარლამენტში სებ-ის 2024 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
მისივე თქმით, სებ-ი ამ ეტაპზე, მონეტარული ოქროს გაყიდვას არ გეგმავს.
„[ოქროს შეძენა] ეს იყო ჩვენი მხრიდან გაბედული ნაბიჯი – ოქრო გრძელვადიანი დაგროვების სანდო ინსტრუმენტია, საინვესტიციო თვალსაზრისით. ჩვენ შევიძინეთ 500 მლნ ღირებულების ოქრო იმ დროს, როცა ფასი იყო გაცილებით დაბალი, მას შემდეგ ფასი გაიზარდა. ასე რომ, ვფიქრობთ, ეს იყო სწორი ნაბიჯი. მხოლოდ ის, რომ ღირებულებაში გაიზარდა ჩვენი ოქროს ინვესტიცია, ეს არ არის მთავარი ამოცანა. მთავარი ამოცანა არის გრძელვადიან პერსპექტივაში მეტი დივერსიფიკაცია იყოს. ოქროს ფასები მსოფლიო ბაზარზე ახლა იზრდება. თუმცა როგორც კი ხდება გლობალური რისკების შემცირება, შეიძლება მისი ფასი ქვევით წამოვიდეს. ამან არ უნდა შეგვაშინოს. ჩვენი მთავარი ამოცანაა, ვიქონიოთ განსხვავებული ინსტრუმენტი ჩვენს პორტფელში. ამ ეტაპზე, ჩვენ არ ვგეგმავთ მონეტარული ოქროს გაყიდვას, რადგან მიგვაჩნია, რომ ეს საკმაოდ კარგი, მიმზიდველი ინვესტიციაა ჩვენთვის”, – განაცხადა ნათია თურნავამ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – ოპოზიციას არჩევნებში არ მონაწილეობით უნდა, თავი დაიძვრინოს მძიმე შედეგისგან – ორი პარტია, რომელიც მონაწილეობას განიხილავს, პოლიტიკურ გაერთიანებებს ემუქრება, საბოლოდ კი ვიცით, რასაც გარედან ეტყვიან, იმას გააკეთებენ

ნანუკა ჟორჟოლიანი – ჩვენ მაინც მოვახერხებთ, მარიამ ლაშხმა და თეა წულუკიანმა გაიგონ, რას ვფიქრობთ მათზე – საჩივრებს გავლენა ექნება, იმდენი სტატუსი აღარ დაიწერება, მაგრამ მაინც დაიწერება

შალვა პაპუაშვილი დონალდ ტუსკის განცხადებაზე – საუბარი, რომ ვიღაცას რაღაც გემოში არ მოსდის ქართული დემოკრატია, ყურით მოტანილი არგუმენტია – ეს არის პოლიტიკური ვენდენტა ქართველი ხალხის წინააღმდეგ იმიტომ, რომ არჩევნებში დამარცხდნენ

არჩილ გორდულაძე – გარედან დაფინანსებული ადამიანები თუ სხვა ადამიანს შეურაცხყოფას მიაყენებენ, ეს დონორების პასუხისმგებლობაცაა – ადგნენ ახლა ეს ადამიანები, კარგად გაითავისონ, რა არის მათი დარღვევა და თავი გააკონტროლონ