ნათია თურნავა – სანქციებთან დაკავშირებით რაც კი რამ გაჟღერდა, ეს არის შესაძლო სამოგზაურო შეზღუდვები, რასაც საფინანსო სისტემასთან არაფერი კავშირი არა აქვს – რომც მოხდეს გარკვეული ტიპის ინდივიდუალური ფინანსური სანქციები, ეს ინდივიდუალური „ქეისი“ იქნება

სანქციებთან დაკავშირებით რაც კი რამ გაჟღერდა, ეს არის შესაძლო სამოგზაურო შეზღუდვები, რასაც საფინანსო სისტემასთან არაფერი კავშირი არა აქვს – რომც მოხდეს გარკვეული ტიპის ინდივიდუალური ფინანსური სანქციები, ეს ინდივიდუალური „ქეისი“ იქნება, – ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ განაცხადა.
თურნავამ პოლიტიკოსებს მიმართა, „ნუ ეცდებიან გარკვეულ სპეკულაციას და სანქციების თემას ლარის კურსთან, საფინანსო ბაზართან ნუ გადააბამენ, თითქოს ეს საფინანსო ბაზარს დაარტყამს“.
„სანქციებთან დაკავშირებით მინდა ვთქვა, რომ ჩარჩო, რომელიც დღეს ჩვენს საფინანსო სისტემას, ჩვენ ბანკებს გააჩნია და რომელიც ეროვნული ბანკის და კანონმდებლობით დაწესებული რეგულაციებისგან შედგება, ამ რეგიონში არის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი, მკაცრი და გამჭვირვალეა. ბანკები არიან სრულად ინსტრუქტუირებული რა, როდის და როგორ უნდა გააკეთონ.
ამასთან ერთად ჩვენ ვახორციელებთ ჩვენი რეგულაციების მუდმივ დახვეწას. ის სრულ შესაბამისობაში მოვიყვანეთ ჩვენს ადგილობრივ კანონმდებლობასთან.
სანქციების აღსრულების ჩარჩო ეროვნულ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში რომ იყოს, ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ სანქციების აღსრულებაში არაფერი შეფეხება არ შეიქმნას, არ გახდეს სასამართლო გადახედვის საგანი და ასე შემდეგ. არაფერი ამ კუთხით ჩვენ საფინანსო სისტემას არ ემუქრება“, – განაცხადა ნათია თურნავამ.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე ეროვნული ბანკის 2023 წლის წლიურ ანგარიშს წარადგინა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – განისაზღვრება ინოვაციური სტარტაპის, ინოვაციური მცირე და საშუალო საწარმოს, კვლევისა და განვითარების კომპანიის სტატუსი და ისინი საგანგებო საგადასახადო შეღავათებით ისარგებლებენ

პრემიერი – ოპოზიციას უყვარს ხოლმე საუბარი – სად არის 2012 წელს დაპირებული 100 საწარმოო, ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამებით, 2012 წლიდან დღემდე შეიქმნა 700 ახალი საწარმო, ხოლო 800 გაფართოვდა და გადაიარაღდა

ირაკლი კობახიძე – მხოლოდ პოლიტიკა, თავისუფლება, მშვიდობა არ არის საკმარისი, რომ ეკონომიკა განვითარდეს, ჩვენ გვყავს ძლიერი გუნდი – ინტელექტით რომ აიღოთ, მარტო ჩვენი ეკონომიკური გუნდი მთელ ოპოზიციას ერთად გადააჭარბებს

ირაკლი კობახიძე – შავი ზღვის გადამცემი კაბელი მოგვცემს საშუალებას, ინტერნეტი კიდევ უფრო სწრაფად დაუკავშირდეს ევროპულ ინფრასტრუქტურას და ასევე მოგვცემს ელექტროენერგიის ევროპაში ექსპორტის შესაძლებლობას